სირიუსის საქმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სირიუსის საქმის“ (გერმ. Siriusfall) სახელით ცნობილია განთქმული პრეცედენტი გერმანულ სისხლის სამართლის პრაქტიკაში. მასზე საბოლოო განაჩენი გამოტანილი აქვს გერმანიის ფედერალურ სასამართლოს 1983 წლის 5 ივლისს[1]. საქმეში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა შუალობითი ამსრულებლის მიერ ჩადენილი დასჯადი მკვლელობის გამიჯვნა თვითმკვლელობაში თანამონაწილეობისაგან, რაც გერმანიის კანონმდებლობით დასჯადი არაა.

ქმედების შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის უზენაესი სასამართლო ქმედების შემადგენლობას შემდეგნაირად აღწერს: 1973 ან 1974 წელს განსასჯელმა დისკოთეკაზე გაიცნო 1951 წელს დაბადებული ჰ., რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არადამოუკიდებელი და კომპლექსებით დატვირთული გოგონა იყო. მან თავისზე ოთხი წლით უფროს განსასჯელთან დაამყარა მჭიდრო მეგობრობა, სადაც სქესობრივი კონტაქტი არ იყო მნიშვნელოვანი. ურთიერთობის ძირითადი ფორმა იყო ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაზე გამართული დისკუსიები, რომლებიც წარიმართებოდა შეხვედრების დროს (რამდენიმე თვის შუალედებით) და უფრო ხშირად — სატელეფონო საუბრებით, რომლებიც ხშირად რამდნეიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დროთა განმავლობაში განსასჯელი გახდა -ის მასწავლებელი და მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხში. განსასჯელი ყოველთვის მზად იყო -ისთვის, ხოლო ეს უკანასკნელი ბრმად ენდობოდა და სჯერდა მისი.

ფილოსოფიური საუბრისას განსასჯელმა -ს გაანდო, რომ იგი თითქოს ვარსკვლავი სირიუსის მკვიდრია და რომ სირიუსელები ეკუთვნიან ადამიანზე ფილოსოფიურად განვითარების ბევრად მაღალ საფეხურზე მყოფ რასას; იგი იმ მიზნითაა მოვლენილი დედამიწაზე, რომ ზოგიერთ ღირსეულ ადამიანს, მათ შორის -ს, სხეულის სრული განადგურების გზით სულის სხვა პლანეტაზე ან სირიუსზე გადასახლების საშუალება მისცეს. ამის მიზანი, მისი თქმით, იყო ის, რომ . სულიერად და ფილოსოფიურად განვითარების მაღალ საფეხურზე ასულიყო. როდესაც განსასჯელმა გააცნობიერა, რომ . მას სრულად ენდობოდა, გადაწყვიტა ეს ნდობა გამოეყენებინა გასამდიდრებლად. მან -ს აუხსნა, რომ სიკვდილის შემდეგ ახალ, ციურ ცხეულში გადასახლების უნარი სულს გამოუმუშავდებოდა იმით, რომ მისი ნაცნობი ბერი ულიკო მას გარკვეული დროით სრულ მედიტაციაში ამყოფებდა. ასე შეძლებდა სხეული ძილის დროს მრავალი საფეხურის გავლას და სულიერ განვითარებას. ამიტომაც -ს იმ მონასტრისათვის, სადაც ბერი ცხოვრობდა, წინასწარ უნდა გადაეხადა 30 000 გერმანული მარკა. -მა დაუჯერა განსასჯელს. ვინაიდან მას საკმარისი თანხა არ ჰქონდა, მოთხოვნილი რაოდენობით ბანკიდან სესხი გამოიტანა. განსასჯელმა ფული საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა. როცა მომდევნო თვეების განმავლობაში . ინტერესდებოდა ულიკოს ძალით, მას ანუგეშებდა განსასჯელი. მოგვიანებით, განსასჯელმა აუხსნა -ს, რომ ბერი მისი მცდელობის დროს დიდი საშიშროების წინაშე დადგა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, ვინაიდან -ის ცნობიერებასა და სულიერ განვითარებას შორის დიდი ბარიერი აღიმართა. პრობლემას წარმოადგენდა -ს სხეული; პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ ძველი სხეულის განადგურებითა და ახალი სხეულის შექმნით.

მას შემდეგ, რაც განსასჯელი კვლავ დარწმუნდა გოგონას რწმენაში, შეიმუშავა გეგმა მისი ნდობის გამოყენებით მატერიალური გამორჩენის კიდევ ერთხელ მისაღებად. განსასჯელმა -ს განუმარტა, რომ ერთ წითელ ოთახში ჟენევის ტბასთან უკვე მზად იყო მისთვის ახალი სხეული და ძველ სხეულთან გაომშვიდობების შემდეგ მისი სული ამ სხეულით ხელოვანად გარდაისახებოდა. მას ახალ ცხოვრებაშიც სჭირდებოდა ფული, ამიტომ საჭირო იყო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება 250 000 გერმანული მარკის (უბედური შემთხვევისას — 500 000 გერმანული მარკა) ოდენობით. -მა, განსასჯელის რჩევის შესაბამისად, გააფორმა დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვევა დაიწყო 1979 წლის 1 დეკემბერს. თვიური სადაზღვეო პრემია შეადგენდა 587,50 გერმანულ მარკას. განსასჯელს გოგონამ გადასცა აგრეთვე ნაღდი ფული 4 000 გერმანული მარკის ოდენობით; როგორც განსასჯელმა მას აუხსნა, ეს თანხა დასჭირდებოდა ჟენევის ტბასთან ახალ სხეულში გაღვიძებისთანავე საწყისი კაპიტალისათვის. სადაზღვეო თანხის გადახდის გადადება შესაძლებელი იყო.

გოგონას ძველი სხეულის სიცოცხლე, განსასჯელის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გათამაშებული ავტოსაგზაო შემთხვევით უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ გეგმა შეიცვალა: . აბაზანაში უნდა ჩაწოლილიყო და წყალში ჩართული ფენი (თმის საშრობი) უნდა ჩაედო. განსასჯელის მოთხოვნითა და ინსტრუქციებით, ამ გეგმის განხორციელება -მ 1980 წლის 1 იანვარს სცადა; გარდა ამისა, მანამდე გოგონამ, განსასჯელისავე წინადადებით, ზოგიერთი რამ გააკეთა სხვა პირთათვის იმის მოსაჩვენებლად, რომ თითქოს იგი სიცოცხლეს უნებლიეთ გამოესალმა. თუმცა სასიკვდილო დენის დარტყმა ვერ განხორციელდა; „ტექნიკურ მიზეზთა“ გამო -მ ფენის წყალში ჩადების შემდეგ მხოლოდ ჩხვლეტა იგრძნო. განსასჯელი, რომელიც სხვა ქალაქში იმყოფებოდა, გაკვირვებული დარჩა, როდესაც მის საკონტროლო სატელეფონო ზარს გოგონამ უპასუხა. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში განხორციელებულ ათამდე სატელეფონო საუბარში განსასჯელი -ს აძლევდა ინსტრუქციებს სიცოცხლის გამოსასალმებელი ქმედებებისათვის. შემდეგ მას იმედი გადაეწურა და ინსტრუქციების მიცემა შეწყვიტა.

გოგონა მოქმედებდა განსასჯელის განმარტებების მიმართ სრული ნდობით. მან ფენი წყალში იმ იმედით ჩაუშვა, რომ მაშინვე ახალ სხეულში გაიღვიძებდა. თვითმკვლელობის განზრახვა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, როდესაც ადამიანი საბოლოოდ უარს ამბობს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, -ს არ ჰქონია. მან უარყო თვითმკვლელობა, მისი თქმით ადამიანს ამისი უფლება არ აქვს. განსასჯელი აცნობიერებდა, რომ მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი -ის ქცევა სრულად შეესაბამებოდა მის მითითებებსა და ინსტრუქციებს.

განაჩენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხარეო სასამართლომ განსასჯელს განზრახ მკვლელობის მცდელობის, თაღლითობისა და სხეულის განზრახ დაზიანებისათვის, აკადემიური ხარისხის ბოროტად გამოყენებისა და „მკურნალობის პრაქტიკოსთა კანონის“ (Heilpraktikergesetz) დარღვევასთან ერთობლიობაში საბოლოო სასჯელის სახით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით. უზენაესი სასამართლოს რევიზიას შედეგი არ მოჰყოლია.

გადაწყვეტილების დასაბუთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიუსის საქმეში მთავარი კითხვა მგდომარეობს შემდეგში: სახეზეა მხოლოდდამხოლოდ წაქეზება და დახმარება თვითმკვლელობის მცდელობაში, რაც გერმანიის კანონმდებლობით დასჯადი არაა, თუ განსასჯელმა სცადა დანაშაულის სხვისი მეშვეობით ჩადენა და, შესაბამისად, არის თუ არა იგი შუალობითი ამსრულებელი[2].

განსასჯელს არ უცდია -ის დარწმუნება, რომ სიცოცხლეს გამოსალმებოდა სიკვდილის შემდეგ ტრანსცენდენტულ არსებობაში გადასასვლელად. ნაცვლად ამისა, მან იგი დაარწმუნა, რომ მისი სიცოცხლის გაგრძელება შესაძლებელი იყო ახალ სხეულში. მან იგი შეაცდინა სიკვდილის არაშემთხვევითობის შესახებ და ამ შეცდომის დახმარებით აღმოფხვრა ცნობიერება და ნება მომხდარისა, რასაც გოგონას სიკვდილი უნდა გამოეწვია. ამდენად განსასჯელი გერმანიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს განმარტებით იყო განზრახ მკვლელობის მცდელობის ამსრულებელი ცოდნაზე ბატონობის გზით, რის შედეგადაც მან მსხვერპლი თავისავე წინააღმდეგ მიმართულ იარაღად აქცია. ამავე დროს სამართლებრივად არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ წინადადებები, რომლებსაც გოგონა წამოეგო, სრულიად დაუჯერებელი იყო.

სირიუსის საქმე ცნობილია იმითაც, რომ სასამართლო პროცესზე თაღლითობის ნაწილში გადაწყვეტილ იქნა კითხვა, თუ რა ვითარებაში იცავს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის § 263-ე პარაგრაფი გულუბრყვილო ადამიანებს; ამ დებულებიდან გამომდინარე კანონისმიერი დაცვა დამოუკიდებელია იმისაგან, თუ რამდენად აღქმადია ტყულის ფაქტი „ჩვეულებრივი ადამიანის“ მიერ. თაღლითობისთვის განსასჯელს არ შეუძლია ქმედების ობიექტური შემადგენლობის არარსებობა ამტკიცოს იმით, რომ მსხვერპლის მიერ სიმართლედ აღქმული ცნობები ობიექტურად აშკარა ტყუილი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Claus Roxin: Urteilsanmerkung. In: NStZ 1984, 70,
  • Sippel: Urteilsanmerkung. In: NStZ 1984, 357.
  • Eberhard Schmidhäuser: Urteilsanmerkung. In: Juristenzeitung 1984, 195.
  • Neumann: Urteilsbesprechung. In: Juristische Schulung 1985, 677.
  • Dieter Meurer: Dogmatik und Pragmatismus – Marksteine der Rechtsprechung des BGH in Strafsachen. In: Neue Juristische Wochenschrift 2000, 2936.
  • Michael Kubiciel: Strafbarkeit des Veranlassers eines Selbsttötungsversuches - Der Sirius-Fall. In: Juristische Arbeitsblätter 2007, 729.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BGH, Urteil vom 5. Juli 1983, Az. 1 StR 168/83, Volltext = BGHSt 32, 38.
  2. § 25, პუნქტი 1, ალტ. 2. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი