შინაარსზე გადასვლა

სირიის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირიის კონსტიტუცია
დეტალები
შექმნის თარიღი 2012 წლის 27 თებერვალი
გამოქვეყნების თარიღი 27 თებერვალი, 2012
იურისდიქცია სირია

სირიის კონსტიტუციასირიის მთავრობის უმაღლესი ნორმატიული აქტი. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ სირია არის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკა. პანარაბული იდეოლოგიის შესაბამისად ის განსაზღვრავს, რომ სირია არის არაბული სამყაროს ნაწილი და მისი მოქალაქეები არიან არაბი ერის ნაწილი.

პირველი, დროებითი კონსტიტუცია 1964 წლის 25 აპრილს იბრაჰიმ ჰანანუმ შეადგინა. ეს ვერსია ძალაში 2012 წლის 27 თებერვლამდე იყო. ძველი ვერსიის §8 პარაგრაფი განსაზღვრავდა ბაასის პარტიარ როგორც: „ქვეყნის და საზოგადოების ლიდერი პარტიას“. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სირია არ იყო ერთ-პარტიული სახელმწიფო,[1] ძალაუფლება თავმოყრილი იყო პრეზიდენტის ხელში (2000 წლიდან ბაშარ ალ-ასადი). რომელიც ძველი კონსტიტუციის §84 პარაგრაფის მიხედვით კონკურენციის გარეშე რეფერენდუმის გზით ირჩეოდა.

2011-2012 წლის აჯანყებების დროს სირიის ახალი კონსტიტუცია გამოიტანეს რეფერენდუმზე, სადაც ძირითადი ცვლილებები იყო:

  • გაუქმდა VIII პარაგრაფი, რომელიც ბაშარის პარტიის ძალაუფლებას განსაზღვრავდა.[2]
  • შეიძვალა 88-ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობის ვადა 7 წლამდე შეიზღუდა.[2]

რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას და ის ძალაში 2012 წლის 27 თებერვალს შევიდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.ibtimes.com/syrias-assad-end-one-party-rule-410958
  2. 2.0 2.1 English Translation of the Syrian Constitution. Qordoba (15 February 2012). ციტირების თარიღი: 28 February 2012.
  3. Presidential Decree on Syria's New Constitution. სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტო (28 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 28 February 2012.