შინაარსზე გადასვლა

სირენისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირენისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  კუდიანი ამფიბიები
ოჯახი:  სირენისებრნი
ლათინური სახელი
Sirenidae

სირენისებრნი (ლათ. Sirenidae) — კუდიანი ამფიბიების ოჯახი. მათი სხეული წაგრძელებულია, უკანა ფეხები არ გააჩნიათ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩებათ გარეგან ლაყუჩები. აქვთ უქუთუთო და პატარა თვალები, ზედა ყბის ძვლის მაგიერ — რქოვანი ფირფიტა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში. ყველაზე მეტად ცნობილია ჩვეულებრივი სირენი (Siren lacertina), რომლის სიგრძე 70 სმ აღწევს. მუქი მურა შეფერილობისაა, ცხოვრობს ჭაობებში. იკვებება უხერხემლო ცხოველებითა და პატარ-პატარა თევზებით.