სირგოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირგო
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება VIII საუკუნე
დეტალები

სირგოს (სირგვას) ტაძარი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის ტერიტორიაზე ნასოფლარ სირგოს მიდამოებში. იგი დარბაზული ტიპისაა და აგებულია VIII საუკუნეში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია - ანდეზიტი, ბაზალტი და კირქვა[1]. ტაძრის დასავლეთის ფასადი შემკულია შედარებით მაღლა მოთავსებული ჯვრით, სამხრეთ ფასადი მდინარე ბარალეთის ხევისკენაა მიმართული. ტაძრის შიდა სივრცე ჰარმონიულია. აღსანიშნავია, ქვაზე გამოკვეთილი ბოლნური ჯვრების არსებობა, მაგრამ ამგვარი ჯვრები გვაქვს სამკუთხედებად დამუშავებული გარშემორტყმული რგოლის გარეშე[2].

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]