სინტ-ნიკლასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სინტ-ნიკლასი
ნიდერლ. Sint-Niklaas
ფრანგ. Saint-Nicolas
Sint-Niklaas April 2012-1.jpg
დროშა გერბი
Flag of Sint-Niklaas.svg Blason ville be Sint-Niklaas (avec ornements).svg

ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
რეგიონი ფლანდრია
პროვინცია სინტ-ნიკლასი
კოორდინატები 51°10′00″ ჩ. გ. 4°08′00″ ა. გ. / 51.16667° ჩ. გ. 4.13333° ა. გ. / 51.16667; 4.13333
მმართველი ლივენ დეჰანდსხუტერი
დაარსდა 1217
ფართობი 83,80 კმ²
მოსახლეობა 75208 კაცი
სიმჭიდროვე 900 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 03
საფოსტო ინდექსი 9100
ოფიციალური საიტი sint-niklaas.be
სინტ-ნიკლასი — ბელგია
სინტ-ნიკლასი

სინტ-ნიკლასი — ქალაქი ბელგიაში, აღმოსავლეთ ფლანდრიაში. მას ვასლანდის მხარის დედაქალაქადაც მოიაზრებენ და ითვლის 75208 მაცხოვრებელს. ქალაქი ცნობილია თავისი სავაჭრო მოედნით, რომელიც ყველაზე დიდია ბელგიაში (3,19 ჰექტარი)[1].

სახელი სინტ-ნიკლასი წარმოიშვა წმინდა ნიკოლოზისაგან, რომელიც ქალაქის მფარველ წმინდანად ითვლება. XIII საუკუნეში მის პატივსაცემად დაარსდა სამრევლო და აშენდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინტ-ნიკლასის დაარსებას საფუძვლად რომაული პერიოდის აქტივობები უდევს, როდესაც ამ ტერიტორიაზე, პროვინცია ვასმუნსტერის ახლოს რომაული ოლქის ცენტრი მდებარეობდა. მისი ისტორია იწყება 1217 წლიდან, როდესაც ბელგიის ქალაქ დორნიკის ეპისკოპოსმა ადგილობრივი სასულიერო პირების რჩევით იქ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ააშენა. სამრევლო XVI საუკუნემდე დორნიკის ეპარქიის გავლენის ქვეშ რჩებოდა. პოლიტიკურად კი ფლანდრიის საგრაფო მართავდა, რომელმაც ქალაქში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

1241 წელს ფლანდრიის გრაფი ბუდევეინ მეცხრეს უფროსი შვილის, იოჰანა ვან კონსტანტინოპელის მიერ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა. დაინიშნა მთავარი გამგებელი და შვიდი საერო მოსამართლე ბეილიფებად და თავმჯდომარეებად. ეს მოხდა იმიტომ რომ რეგიონი ყოფილიყო ისე კარგად ორგანიზებული, რომ კონკურენცია გაეწია ქალაქ ბევერენისთვის.

1248 წლის დოკუმენტი აღწერს, რომ მარგარიტა II დამატებით ექვსი ჰეკტარი მიწა უსახსოვრა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ტერიტორიას იმ პირობით, რომ ეს ტერიტორია დაუყოფელი დარჩებოდა და მის ადგილას არაფერს ააშენებდნენ. ზუსტად ეს დადებული პირობა ამტკიცებს თანამედროვე სინტ-ნიკლასის მოედნის განსხვავებულობას, რაც მის სიდიდეში გამოიხატება.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]