სინმუბალიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სინმუბალიტი — ბაბილონის მეფე ძვ. წ. 1812-1793 წლებში, ხამურაბის მამა, ბაბილონის მეხუთე ლუგალი. ისინის მეფე დამიქილიშუსთან ერთად ებრძოდა ლარსას მეფეს, რიმსუენს. ამ ბრძოლაში სინმუბალიტი და დამიქილიშუ დამარცხდნენ და ძვ. წ. 1798 წელს, სინმუბალიტი იძულებული გახდა ელამელთა უპირატესობა ეცნო. იგი ხამურაბიმ შეცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, გ. მელიქიშვილი, „მეცნიერება“, თბილისი, 1988