სინკო-დე-მაიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოსტერი

სინკო-დე-მაიო (ესპ. Cinco de mayo — ხუთი მაისი) — მექსიკის ეროვნული დღესასწაული, პუებლის ბრძოლაში (5 მაისი, 1862 წ.) გამარჯვების აღსანიშნავად.

დღესასწაული ასევე ფართოდ აღინიშნება აშშ-შიც (ძირითადად ლათინოამერიკელების მიერ, რომლებიც ამერიკა-მექსიკის ომის შემდგომ ამერიკის მიერ ანექსირებულ სამხრეთის შტატებში ცხოვრობენ. მაგ: კალიფორნია, არიზონა, ნიუ-მექსიკო, ტეხასი).

აღნიშნულ დღესასწაულს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მექსიკურ წმინდა პატრიკის დღეს. სინკო დე მაიოს დროს სუფრა მექსიკური კერძებითაა გაწყობილი, ფონს კი ამშვენებს ეროვნული ცეკვები და მუსიკა. ამ დღეს ეწყობა დიდი ფესტივალები და კარნავალები. ზოგიერთ რაიონში დღესასწაული კვირაობით გრძელდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]