სინთეზური ალმასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Six non-faceted diamond crystals of 2–3 mm size; the diamond colors are yellow, green-yellow, green-blue, light-blue, light-blue and dark blue
მაღალი წნევისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში მიღებული სხვადასხვა ფერის ალმასები

სინთეზური ალმასი (ასევე ცნობილი როგორც ლაბორატორიული ალმასი, კულტურული ალმასი ან კულტივირებული ალმასი) — მართვადი პროცესების მეშვეობით შექმნილი ალმასი, რომელიც განსხვავდება ბუნებრივი ალმასისგან, რომელიც გეოლოგიური პროცესების მეშვეობით წარმოიქმნება და ალმასის სიმულანტებისაგან, რომლებიც არა-ალმასური მასალისაგან მზადდება და მხოლოდ გარეგნულად ჰგავს მას. ორი მთავარი მეთოდის შესაბამისად, სინთეზურ ალმასს ხშირად HPHT ალმასად (აღნიშნავს მაღალი წნევითა და მაღალი ტემპერატურით კრისტალების შექმნის მეთოდს) ან CVD ალმასად (აღნიშნავს ქიმიური ორთქლის დეპოზიციის მეთოდს) მოიხსენიებენ. სინთეზური ალმასი მზადდება იმავე მასალისაგან, როგორც ბუნებრივი ალმასი - 3D ფორმაში კრისტალიზებული სუფთა ნახშირბადისგან.[1] აშშ-ში ფედერალური ვაჭრობის კომისიის განცხადებით, ტერმინები: ლაბორატორიული, ლაბორატორიაში შექმნილი და მანუფაქტურული უფრო ზუსტად ასახავს ქვის ბუნებას.

სინთეზური ალმასის ზომები წარმოების პროცესების დეტალებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი სინთეზური ალმასის (მაღალი წნევისა და ტემპერატურის და ქიმიური ორთქლის დეპოზიციის მეთოდებით შექმნილი) მახასიათებლები, როგორიცაა სიმტკიცე, თბოგამტარობა და ელექტრომობილობა, ბუნებრივ ალმასებზე უფრო უკეთესია. სინთეზური ალმასები ფართოდ გამოიყენება აბრაზიულ იარაღებში, მჭრელ და გამაპრიალებელ ხელსაწყოებსა და სითბოს მიმომცვლელებში. სინთეზური ალმასების ულტრაიისფერი გამოსხივების დეტექტორების ან მაღალი ენერგიის ნაწილები მაღალი ენერგიის საკვლევ მოწყობილებებში გამოიყენება და კომერციულად ხელმისაწვდომია. თერმული და ქიმიური სტაბილურობის უნიკალური კომბინაციის, დაბალი თერმული ექსპანსიისა და ფართო ოპტიკურ ჩარჩოში მაღალი ოპტიკური გამჭვირვალობის გამო სინთეზური ალმასი ყველაზე პოპულარული მასალაა მაღალი სიმძლავრის ნახშირბადის დიოქსიდის ლაზერებისა და გიროტრონების ოპტიკური ფანჯრებისთვის. დადგენილია, რომ სამრეწველო მოთხოვნილების 98% სინთეზური ალმასებით კმაყოფილდება.[2]

ორივე მთავარი მეთოდით წარმოებული ალმასის დაყოფა შესაძლებელია. შეიძლება სხვადასხვა ფერის სინთეზური ალმასის წარმოება: სუფთა თეთრი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი, მწვანე და ნარინჯისფერი. ბაზარზე არსებულმა ხელოვნურმა ძვირფასმა ქვებმა ალმასებით ვაჭრობის ბიზნესს რიგი პრობლემები შეუქმნა, რის გამოც სხპეციალური სპექტროსკოპიული ხელსაწყოები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც სინთეზური და ბუნებრივი ალმასების გარჩევაა შესაძლებელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის შემდეგ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ალმასი სუფთა ნახშირბადი იყო,[3] ნახშირბადის უფრო იაფი ფორმებიდან ალმასის შექმნა არაერთხელ სცადეს.[4] [5] ხოლო 1893 წელს - ფერდინანდ ფრედერიკ ანრი მოისანმა. სინთეზური ალმასის მისაღებად ჰანეი გამაცხელებელ მილს იყენებდა, ხოლო მოისანი ახლად გამოგონებულ ელექტრულ თაღოვან ღუმელს.

მეცნიერების ექსპერიმენტების გამეორება სხვა მეცნიერებმაც სცადეს. 1909 წელს უილიამ კრუკსმა მიაღწია წარმატებას.[6] 1917 წელს ოტო რიუფმა აღნიშნა, რომ 7 მმ-მდე დიამეტრის მქონე ალმასი შექმნა, მაგრამ შემდეგში სიტყვები უკან წაიღო. 1926 წელს მაკფერსონის კოლეჯის ქიმიკოსმა, უილარად ჰერშიმ მოისანისა და რიუფის ექსპერიმენტები გაიმეორა და სინთეზური ალმასი შექმნა. ეს ალმასი მაკფერსონის მუზეუმშია (კანზასი) გამოფენილი. გარდა მოისანის, რიუფისა და ჰერშისა, სხვა მეცნიერებმა სინთეზური ალმასები ვერ შექმნეს.[7][8][9][10][11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wild, Christoph (2008) "CVD Diamond Properties and useful Formula" CVD Diamond Booklet.
  • J. Davis (2003). „The New Diamond Age“. Wired Magazine. 11 (09). ციტირების თარიღი: June 6, 2009.
  • Srikanth, Varanasi; Akaishi, Minoru; Yamaoka, Shinobu; Yamada, Hirohshi; Taniguchi, Takashi (January 21, 2005). „Diamond Synthesis from Graphite in the Presence of MnCO3“. Journal of the American Ceramic Society. 80 (3): 786–790. doi:10.1111/j.1151-2916.1997.tb02900.x.
  • Yarnell, Amanda (2004). „The Many Facets of Man Made Diamonds“. Chemical & Engineering News. 82 (5): 26–31. doi:10.1021/cen-v082n005.p026. ISSN 0009-2347.
  • Schulz, William. „First Diamond Synthesis: 50 Years Later, A Murky Picture Of Who Deserves Credit“. Chemical & Engineering News. 82 (5). ISSN 0009-2347.
  • Pious Eco Diamonds, "cvd diamonds information დაარქივებული 2019-10-21 საიტზე Wayback Machine. "
  • Frank Jewelers, "lab grown diamonds information"

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 16 C.F.R. Part 23: Guides For The Jewelry, Precious Metals, and Pewter Industries: Federal Trade Commission Letter Declining To Amend The Guides With Respect To Use Of The Term "Cultured", the U.S. Federal Trade Commission, July 21, 2008.
  2. Zimnisky, Paul. The state of 2013 global rough diamond supply. Resource Investor (January 22, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 28, 2013. ციტირების თარიღი: February 4, 2013.
  3. Tennant, Smithson (1797). „On the nature of the diamond“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. 87: 123–127. doi:10.1098/rstl.1797.0005.
    See also:
  4. As early as 1828, investigators claimed to have synthesized diamonds:
    • Procès-verbaux des séances de l'Académie (Académie des sciences) [Minutes of the meetings of the [French] Academy of Sciences], November 3, 1828, volume 9, page 137:
    • "[https//books.google.com/books?id=sQ0FAAAAQAAJ&pg=PA300 Artificial production of real diamonds]", Mechanics' Magazine, 10 (278): 300–301 (December 6, 1828).
    • Procès-verbaux des séances de l'Académie (Académie des sciences), November 10, 1828, volume 9, page 140:
    • Procès-verbaux des séances de l'Académie (Académie des sciences), December 1, 1828, volume 9, page 151:
  5. Hannay, J. B. (1879). „On the Artificial Formation of the Diamond“. Proc. R. Soc. Lond. 30 (200–205): 450–461. doi:10.1098/rspl.1879.0144. JSTOR 113601.
  6. Crookes, William (1909). Diamonds. London and New York's Harper Brothers, გვ. 140 ff. ციტირების თარიღი: 2019-04-24.  დაარქივებული 2012-11-05 საიტზე Wayback Machine.
  7. Lonsdale, K. (1962). „Further Comments on Attempts by H. Moissan, J. B. Hannay and Sir Charles Parsons to Make Diamonds in the Laboratory“. Nature. 196 (4850): 104–106. Bibcode:1962Natur.196..104L. doi:10.1038/196104a0.
  8. O'Donoghue, p. 473
  9. Science. mcphersonmuseum.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 24, 2019.
  10. Hershey, J. Willard (2004). The Book of Diamonds: Their Curious Lore, Properties, Tests and Synthetic Manufacture. Kessinger Publishing, გვ. 123–130. ISBN 978-1-4179-7715-4. 
  11. Hershey, J. Willard (1940). Book of Diamonds. Heathside Press, New York, გვ. 127–132. ISBN 978-0-486-41816-2. ციტირების თარიღი: 2019-04-24.  დაარქივებული 2012-11-05 საიტზე Wayback Machine.