სინგის მელნის სადგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სინგის სადგარი

სინგის მელნის სადგარი (ინგლ. Syng inkstand), ვერცხლის მელნის სადგარი გამოყენებული 1776 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და 1787 წელს აშშ-ის კონსტიტუციის ხელმოწერისას. ქაღალდის დოკუმენტებთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი იმ ოთხი ფიზიკურ ობიექტთაგან, რომლებიც კონსტიტუციური კონვენციის მომსწრე იყო და რომლებიც დღემდე არსებობს, დამოუკიდებლობის დარბაზთან, ლიბერტი ბელთან და ჯორჯ ვაშინგტონის სავარძელთან (რომელშიც ის იჯდა, როგორც კონვენციის თავმჯდომარე) ერთად. შესაბამისად, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთია ამერიკის ისტორიაში და მას მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერისას იყენებდნენ დამფუძნებელი მამები — ვაშინგტონი, ბენჯამინ ფრანკლინი, თომას ჯეფერსონი, ჯონ ჰენკოკი და ჯეიმზ მედისონი.