სინგაპურის პარლამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სინგაპურის პრეზიდენტი
ინგლ. Parliament of the Republic of Singapore
მალ. Parlimen Singapura
ჩინ. 新加坡共和国国家议会
ტამილ. சிங்கப்பூர் நாடாளுமன்றம்
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
პარლამენტის თავმჯდომარე ჩარლზ ჩონგი, სინგაპურის სახალხო მოქმედების პარტია,
2017-დან
სტრუქტურა
წევრები 101 დეპუტატი
პოლიტიკური ჯგუფები      სახალხო მოქმედება (82)
     მუშათა პარტია (9)
     დანიშნული დეპუტატები (9)
     ვაკანტური (1)
არჩევნები
ბოლო არჩევნები 11 სექტემბერი, 2015
სხდომების ადგილი
Singaporeparliament2012.JPG
საიტი
www.parliament.gov.sg

სინგაპურის რესპუბლიკის პარლამენტი (ინგლ. Parliament of the Republic of Singapore, მალ. Parlimen Singapura, ჩინ. 新加坡共和国国家议会, ტამილ. சிங்கப்பூர் நாடாளுமன்றம்) — სინგაპურის საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტთან ერთად. პარლამენტი დაარსებულია ვესტმინსტერის სისტემის მიხედვით. პარლამენტი ერთპალატიანია და შედგება პარლამენტის არჩეული დეპუტატებისაგან და აგრეთვე პარლამენტის არა წევრებისა და პარლამენტის დანიშნული წევრები. 2015 წლის არჩევნების შემდეგ მე-13 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს 89 დეპუტატი. პარლამენტის პირველ სესიაზე დანიშნეს 9 დეპუტატი. ახლადარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება გაიმართა 2016 წლის 15 იანვარს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1819 წლიდან (როდესაც დაარსდა თანამედროვე სინგაპური) 1867 წლამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანო იყო ბრიტანეთის მთავრობა ინდოეთში და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი. მას შემდეგ, რაც სრუტის დასახლებები (მალაკა, პენანგი და სინგაპური) გახდა ბრიტანეთის იმპერიის კოლონია, ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრა დასახლებათა საკანონმდებლო საბჭოს, რომელიც არ იყო არჩეული ორგანო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სრუტის დასახლებები დაიშალა და სინგაპური გახდა თვითმმართველი კოლონია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი საკანონმდებლო საბჭო. 1948 წელს, კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები, რომელიც საბჭოში ექვსი ადგილის არჩევის საშუალებას იძლეოდა. ამავე წელს გაიმართა ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. კიდევ ერთი კონსტიტუციური ცვლილების შედეგად, რომელიც განხორციელდა 1955 წელს, არჩეული დეპუტატების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, ხოლო მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სინგაპურის მუშათა პარტიამ და მისი ლიდერი დავიდ საულ მარშალი გახდა ქვეყნის პირველი მთავარი მინისტრი. 1959 წლის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა სახალხო მოქმედების პარტიამ, ხოლო მისი ლიდერი ლი კუან იუ დაინიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. სინგაპურმა დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და 1963 წელს შეუერთდა მალაიზიას, მაგრამ 1965 წლის 9 აგვისტოს გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა და მის საკანონმდებლო ორგანოს ეწოდა სინგაპურის პარლამენტი.

ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტის სპიკერს აქვს სრული პასუხისმგებლობა პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, მის სამდივნოსთან და ხელმძღვანელობს პარლამენტის სხდომებზე. მუდმივად არჩეული კომიტეტები იქმნება გარკვეული მოვალეობების შესასრულებლად და დროდადრო იქმნება სპეციალური საარჩევნო კომისიები.

ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტის ძირითდი ფუნქციაა საკანონმდებლო აქტების შექმნა, კონტროლი სახელმწიფო ფინანსებზე, სამინისტროებისა და მთავრობის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა. პარლამენტის უფლებამოსილების ვადაა ხუთი წელი, რის შემდეგაც პარლამენტი ავტომატურად წყვეტს მუშაობას. საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს სამი თვის განმავლობაში.

პარლამენტის სხდომის ქვორუმია დეპუტატთა საერთო რაოდენობის 1/4, სპიკერის ჩათვლის გარეშე.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახალხო მოქმედების პარტია ფლობს 83 მანდატს, მუშათა პარტია 6 მანდატს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]