სინაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინაპივაშლის ჯიშების ჯგუფი ყირიმული წარმოშობისა. ყველაზე ძველ სინაპად მიჩნეულია სარი (ყვითელი) სინაპი, რომლის წინაპარი შემოტანილი უნდა იყოს სინოპიდან (თურქეთი). ვარაუდობენ, რომ ყველა ყირიმული სინაპი (კანდილი, სირლი, თეთრი, საბლი და სხვა) წარმოშობილია სარი სინაპის თესლით გამრავლებით. სინაპის ხე ძლიერ მზარდია, ახალგაზრდა ვარჯი პირამიდულია, მსხმოიარობის პერიოდში გადაიშლება. ნაყოფს იძლევა მე-12, მე-15 წელს. მეწლეა. უხვად მსხმოიარობს. ნაყოფი ცილინდრულია, დიდხანს ინახება, ტრანსპორტაბელურია.

საქართველოში გავრცელებული იყო სარი სინაპი და კანდილი სინაპი. ამჟამად დარაიონებულია და ფართოდაა გავრცელებული ქართული სინაპი (ადგილობრივი ხალხური სელექციის ჯიში) და გორული სინაპი (გამოყვანილია თ. ცერცვაძის მიერ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]