სინან ალბაირაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინან თაიმინ ალბაირაქი
მშობლიური სახელი Sinan Taymin Albayrak
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1973 (1973-02-27) (51 წლის)
ჰანაუ, გერმანია
ეროვნება თურქი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-დღემდე
სიმაღლე 180 სმ
მეუღლე(ები)

ბაშაქ დაშმანი (2010 - 2011)

ფუნდა ალბაირაქი (2012-15)

სინან თაიმინ ალბაირაქი (თურქ. Sinan Taymin Albayrak; დ. 27 თებერვალი, 1973, ჰანაუ, გერმანია) — თურქი მსახიობი. ცნობილი თურქი ჟურნალისტისა და აქტივისტის ჰაქან ალბაირაქის ძმა.

სინან ალბაირაქი დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰანაუში. მამამისი, ზია ალბაირაქი გერმანიაში სამუშაოდ 1960-იან წლებში წავიდა, მეუღლესთან გულბეიაზ ალბაირაქთან ერთად. მსახიობის გვარი ჩერქეზული წარმოშობისაა. მან დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორია, სადაც მას ლექციებს უკითხავდა ცნობილი მსახიობი ილდიზ კენტერი.

ცხოვრობს სტამბოლში. ჰყავდა 2 ცოლი. პირველი — ბაშაქ დაშმანი, რომელზეც იქორწინა 2010 წელს, მაგრამ 1 წელში ისინი დაშორდნენ, ხოლო მეორე მეუღლეზე, ფუნდა ალბაირაქზე 2012 წელს იქორწინა და დაშორდნენ 2015 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]