სინათლის წელიწადი (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სინათლის წელიწადი.
სინათლის წელიწადი
Picture from concert.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
აქტიური 2004 - დღემდე
წევრები გიგი გეგელაშვილი
დავით ყეინაშვილი
გუჯა მჭედლიშვილი
კობა მანჯგალაძე
გია სურგულაძე
გიორგი ლომიძე
ყოფილი წევრები ზაზა ცერცვაძე
ნათია ჩუგოშვილი
ელენე მეჩითოვა
გიორგი კიკაბიძე
გვანცა მათიაშვილი
დავით ჩანგოშვილი
გიორგი იობაშვილი
თამუნა შეყილაძე
ნინო შიუკაშვილი
აჩიკო დავითაშვილი
გურამ მაჭავარიანი
დიმიტრი კვინტრაძე
ალექსი ბრეგვაძე

სინათლის წელიწადი — ქართული პროგრესული და სიმფონიური როკ-ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2004 წელს.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის სახელწოდება დაკავშირებულია ქართველი მწერლის — ოთარ ჭილაძის პოემასთან „სინათლის წელიწადი“ (1967).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როკ კანტატა „თაობა XXI“ (2006)

ჯგუფი „სინათლის წელიწადი“ ჩამოაყალიბა გიგი გეგელაშვილმა 2004 წელს, თუმცა როკ-ჯგუფის ჩამოყალიბებას და საკომპოზიტორო მოღვაწეობას გიგი უკვე 2000 წლიდან იწყებს. 2001 წელს გიგიმ დაწერა სიმღერები კონცეპტუალური ალბომისთვის და ჩამოაყალიბა თავდაპირველი ჯგუფი პირობითი სახელწოდებით „საბა“ შემდეგი შემადგენლობით: გიგი გეგელაშვილი (ვოკალი), დავით ყეინაშვილი (კლავიში), ლაშა ივანიაშვილი (გიტარა) და ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი). შემდგომ წლებში ჯგუფის შემადგენლობა რამდენიმეჯერ იცვლება.

2004 წლის 8 აპრილს ჯგუფი ატარებს კონცერტ-პრეზენტაციას თბილისის მერიის შენობაში. ჯგუფს ერქმევა საბოლოო სახელწოდება: „სინათლის წელიწადი“. ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა თავისი პირველი მუსიკალური დისკი, კონცეპტუალური საკონცერტო ალბომი სახელწოდებით „გზა ცისკენ“.

„ეს არის პროგრესული როკი, გნებავთ ავანგარდულიც, რომელიც ინტელექტუალურ მუსიკად მიიჩნევა და ინსტრუმენტალიზმისა და ვოკალის თანაბარ სინთეზს წარმოადგენს. შემოქმედის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ მსმენლის გემოვნება აამაღლოს და არა თავად დავიდეს მასის გემოვნების დონემდე“ - მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე ალბომის შესახებ.

„სინათლის წელიწადმა“ შექმნა როკ კანტატა სახელწოდებით „თაობა XXI“ და შეასრულა იგი პირველად 2006 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან, კაპელასთან და სოლისტ მომღერლებთან ერთად, სულ 150 მუსიკოსის მონაწილეობით. როკ კანტატა „თაობა XXI“ განმეორებით შესრულდა 2009 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, გაკეთდა კონცერტის ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, რომელიც გამოცემულ იქნა ჯგუფის მეორე საკონცერტო ალბომის სახით.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიგი გეგელაშვილი - ავტორი, მუსიკალური/მხატვრული ხელმძღვანელი, ვოკალი, კლავიშები, ფლეიტა, აკუსტიკური გიტარა
  • გიორგი ღამბაშიძე - კლავიშები
  • გუჯა მჭედლიშვილი - ელ. გიტარა
  • კობა მანჯგალაძე - ელ. გიტარა
  • გია სურგულაძე - ბას გიტარა
  • გიორგი ლომიძე - დასარტყმელი საკრავები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]