სინაგურის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინაგურის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სინაგურში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფელში შემორჩენილია მცირე დარბაზული ეკლესიის ნაშთი. იკითხება მხოლოდ დასავლეთ კედლის ნაწილი და სხვა მცირე ფრაგმენტები. აღმოსავლეთით ეკლესიის კედელი მიწაშია ჩაფლული (ჩანს კონქის მომრგვალებული ნაწილი).

გეგმის დადგენა გაწმენდის გარეშე შეუძლებელია. ნაეკლესიარზე ამოსულია ხშირი ბუჩქნარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004