სინაბუნგი
იერსახე
სინაბუნგი | |
---|---|
სინაბუნგი 2010 წელს | |
კოორდინატები: 3°10′12″ ჩ. გ. 98°23′31″ ა. გ. / 3.17000° ჩ. გ. 98.39194° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
სიმაღლე | 2460 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 19 თებერვალი 2018 |
სინაბუნგი — მოქმედი სტრატოვულკანი. მდებარეობს კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მედანიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კმ-ზე, ზღვის დონიდან 2460 მეტრ სიმაღლეზე.
ერთ-ერთი ბოლო ამოფრქვევა დაიწყო 2010 წლის 29 აგვისტოს გვიან ღამით, განმეორებით ამოიფრქვა 30 აგვისტოს. მანამდე ვულკანს 400 წელზე მეტი ეძინა. დაფიქსირდა კვამლისა და ფერფლის 1,5 კმ სიმაღლეზე ამოტყორცნა. ვულკანიდან 6 კმ-ის რადისუში 12 სოფელია განთავსებული. ამოფრქვევამ ათობით ათასი მოსახლე აიძულა გახიზნულიყო[1]. წითელი ჯვრის მონაცემებით, სპეციალურ ბანაკებში 18 000 ადამიანი გადაიყვანეს[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „ვულკანის გამო დაიწყო სუმატრის მოსახლეობის ევაკუაცია“ (რუსული). ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო Lenta .Ru. 2010-08-29. ციტირების თარიღი: 2010-08-31.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ მარიკა იაშვილი (2010-08-31). „სუმატრაზე ვულკანი განმეორებით ამოიფრქვა“. სტატია-ნიუსი. გაზეთი „24 საათი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-02. ციტირების თარიღი: 2010-09-07.