სიმფსონები (სეზონი 3)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმფსონები (სეზონი 3)

სეზონის DVD გამოცემა
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 24
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ეთერში 19 სექტემბერი, 1991 (1991-09-19) – 27 აგვისტო, 1992 (1992-08-27)
სახლის ვიდეოს გამოცემა
DVD
რეგიონი 1 26 აგვისტო, 2003
რეგიონი 2 6 ოქტომბერი 2003
რეგიონი 4 11 ნოემბერი 2003
რეგიონი 5 3 დეკემბერი 2009
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 2
შემდეგი →
სეზონი 4
სიმფსონების ეპიზოდების სია

ამერიკული ანიმაციური ტელესერიალსიმფსონების“ მესამე სეზონი ეთერში გადიოდა 1991 წლის 19 სექტემბრიდან 1992 წლის 27 აგვისტომდე. იგი სულ შედგება 24 ეპიზოდისგან და იწყება ეპიზოდით Stark Raving Dad. დამატებითი ეპიზოდი, Brother, Can You Spare Two Dimes? ეთერში გავიდა 1992 წლის 27 აგვისტოს, მესამე სეზონის ოფიციალურად დასრულების შემდეგ. იგი შეტანილია მესამე სეზონის DVD გამოცემაში.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
361„Stark Raving Dad“რიჩ მურიელ ჯინი და მაიკ რაისი19 სექტემბერი, 1991 (1991-09-19)7F24

ბარტი თავის მაისურებს დებს სარეცხ მანქანაში, რომელშიც მარჯი ჰომერის პერანგებს რეცხავს. ყველა პერანგი წითელი ფერის ხდება. როდესაც ჰომერი სამსახურში წითელი პერანგით მოდის, მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტად ჩათვლიან.


მოწვეული ვარსკვლავი: მაიკლ ჯექსონი (ფსევდონიმით ჯონი ჯეი სმითი) და კიპ ლენონი.[1]
372„Mr. Lisa Goes to Washington“უეს არჩერიჯორჯ მაიერი26 სექტემბერი, 1991 (1991-09-26)8F01
ლიზა მონაწილეობს ესეების კონკურსში და ჯილდოს სახით მიემგზავრება ვაშინგტონში. იქ მისი დემოკრატიისადმი ნდობა ირღვევა, როდესაც შემთხვევით შეამჩნევს, თუ როგორ იღებს ერთ-ერთი კონგრესმენი ქრთამს. [2]
383„When Flanders Failed“ჯიმ რირდონიჯონ ვიტი3 ოქტომბერი, 1991 (1991-10-03)7F23
ჰომერი მოაწყობს წვეულებას, რომელზეც აცხადებს, რომ იწყებს საკუთარ ბიზნესს - ხსნის მაღაზიას, რომელშიც გაიყიდება პროდუქცია ცაციებისთვის. [3]
394„Bart the Murderer“რიჩ მურიჯონ სუორცუელდერი10 ოქტომბერი, 1991 (1991-10-10)8F03
როდესაც ბარტი სკეიტბორდით შემთხვევით მოხვდება კანონიერი ბიზნესმენების სოციალური კლუბის შენობის კიბეზე, იგი შეუერთდება სპრინგფილდის მაფიას. მოგვიანებით იგი ხდება მსუქანი ტონის, ლუის, ჯოისა და სხვების პარტნიორი.
მოწვეული ვარსკვლავი: ჯო მანტენია, ნილ პატრიკ ჰარისი.[4]
405„Homer Defined“მარკ კირკლენდიჰოვარდ გევირცი17 ოქტომბერი, 1991 (1991-10-17)8F04

სპრინგფილდის ატომური ელექტროსადგურის თითქმის გარდაუვალი აფეთქებისას ჰომერი შეცდომით კრეფს ღილაკების გარკვეულ კომბინაციას და აჩერებს კატასტროფას.


მოწვეული ვარსკვლავები: მეჯიკ ჯონსონი, ჩიკ ჰერნი და ჯონ ლოვიცი.[5]
416„Like Father, Like Clown“ჯეფრი ლინჩი და ბრედ ბერდიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი24 ოქტომბერი, 1991 (1991-10-24)8F05
სიმფსონებთან სტუმრობისას ჯამბაზი კრასტი აღიარებს, რომ იგი არის ორთოდოქსალური ებრაელი რაბინის დაკარგული შვილი. აღმოჩნდება, რომ მამამისი, რაბინი კრასტოვსკი, უკმაყოფილო იყო შვილის მიერ არჩეული პროფესიით.
მოწვეული ვარსკვლავი: ჯეკი მეისონი.[6]
427„Treehouse of Horror II“ჯიმ რირდონიელ ჯინი და მაიკ რაისი
ჯეფ მარტინი
ჯორჯ მაიერი
სემ საიმონი
ჯონ სუორცუელდერი
31 ოქტომბერი, 1991 (1991-10-31)8F02
Treehouse of Horror-ის რიგით მეორე ეპიზოდი, სამი ნოველით. ლიზა, ბარტი და ჰომერი მიირთმევენ ზედმეტად დიდი რაოდენობის კანფეტებს და სხვადასხვა უცნაური ხილვები აქვთ. [7]
438„Lisa's Pony“კარლოს ბაესაელ ჯინი და მაიკ რაისი7 ნოემბერი, 1991 (1991-11-07)8F06

ლიზას და ჰომერს შორის მორიგი კამათის შემდეგ, მამა ცდილობს, დაიბრუნოს ნდობა და შვილს პონის უყიდის.


მოწვეული ვარსკვლავი: ფრენკ უელერი.[8]
449„Saturdays of Thunder“ჯიმ რირდონიკენ ლევინი და დევიდ აიზეკსი14 ნოემბერი, 1991 (1991-11-14)8F07

ბარტი დაინტერესებულია სასაპნეებით რბოლით, ხოლო ჰომერი ხვდება, რომ იგი არც თუ კარგი მამაა.

[9]
4510„Flaming Moe's“რიჩ მური და ალან სმარტირობერტ კოენი21 ნოემბერი, 1991 (1991-11-21)8F08
ჰომერი იგონებს უცნაურ სასმელს, რომელსაც Flaming Homer-ს უწოდებს. იგი იმდენად კარგია, რომ ბარმენი მო მის რეცეპტს იპარავს, სახელს უცვლის და მდიდრდება.
მოწვეული ვარსკვლავები: Aerosmith.[10]
4611„Burns Verkaufen der Kraftwerk“მარკ კირკლენდიჯონ ვიტი5 დეკემბერი, 1991 (1991-12-05)8F09
მისტერ ბერნსი ჰყიდის სპრინგფილდის ატომურ ელექტროსადგურს 100 მილიონ დოლარად. მას ყიდულობს ორი გერმანელი ინვესტორი. ჰომერს სამსახურიდან უშვებენ და ტოვებენ სხვა თანამშრომლებს, რომლებიც სადგურს დიდ ზიანს მიაყენებენ.
მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[11]
4712„I Married Marge“ჯეფრი ლინჩიჯეფ მარტინი26 დეკემბერი, 1991 (1991-12-26)8F10
ჰომერი და მარჯი ბარტსა და ლიზას ახალგაზრდობის წლებზე უამბობენ. [12]
4813„Radio Bart“კარლოს ბაესაჯონ ვიტი9 იანვარი, 1992 (1992-01-09)8F11
დაბადების დღეზე ჰომერი ბარტისთვის ყიდულობს მიკროფონს. ბარტი ჩათვლის, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცუდი საჩუქარი, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მისი დახმარებით ბევრი ონავრობაა შესაძლებელი.
მოწვეული ვარსკვლავი: სტინგი.[13]
4914„Lisa the Greek“რიჩ მურიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი23 იანვარი, 1992 (1992-01-23)8F12
ჰომერი აღმოაჩენს, რომ ლიზას შეუძლია საფეხბურთო მატჩების გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობა. მოგვიანებით ორივე კვირაობით ერთობა საფეხბურთო ფსონებით.[14]
5015„Homer Alone“მარკ კირკლენდიდევიდ მ. სტერნი6 თებერვალი, 1992 (1992-02-06)8F14

მარჯს აქვს ნერვიული აშლილობა. მას მცირე განტვირთვისთვის აგზავნიან დასასვენებელ რანჩოზე. სანამ იგი ერთობა, ლიზა და ბარტი ჰომერის ინიციატივით რჩებიან დეიდებთან, პეტისთან და სელმასთან. მაგრამ თავად ჰომერი იძულებულია, მიხედოს მეგის.


მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[15]
5116„Bart the Lover“ჯეფრი ლინჩიჯონ ვიტი13 თებერვალი, 1992 (1992-02-13)8F16
ბარტი გაკვეთილების შემდეგ სკოლაში რჩება და აღმოაჩენს, რომ მისი მასწავლებლები, მისს კრაბეპლი აქვეყნებს კერძო განცხადებას, რომლითაც სასიყვარულო ურთიერთობას ეძებს. ბარტი მას სწერს წერილს ვინმე ვუდროს სახელით. [16]
5217„Homer at the Bat“ჯიმ რირდონიჯონ სუორცუელდერი20 თებერვალი, 1992 (1992-02-20)8F13

მისტერ ბერნსი სანაძლეოს დებს თავის მეტოქე არისტოტელე ამადოპოლისთან, რომ სპრინგფილდის აეს-ის გუნდი დაამარცხებს შელბივილის აეს-ის გუნდს სოფტფოლის თამაშისას. გამარჯვებისთვის ბერნსი ქირაობს მრავალ სპორტსმენს, რომელთა შორის არიან პროფესიონალი ბეისბოლისტებიც, ვინაიდან სპრინგფილდის აეს-ის რამდენიმე თანამშრომელი მან თავად გაუშვა სამსახურიდან.


მოწვეული ვარსკვლავები: უეიდ ბოგზი, ხოსე კანსეკო, როჯერ კლემენსი, კენ გრიფი უმცროსი, დონ მეტინგლი, სტივ საქსი, მაიკ შოშა, ოზი სმითი, ტერი კეშმენი და დერილ სტროუბერი.[17]
5318„Separate Vocations“კარლოს ბაესაჯორჯ მაიერი27 თებერვალი, 1992 (1992-02-27)8F15
სკოლაში ამა თუ იმ პროფესიისათვის აუცილებელი უნარების ტესტების გავლის შემდეგ ლიზა აღმოაჩენს, რომ მისთვის ყველაზე ხელსაყრელია დიასახლისობა, ხოლო ბარტი - პოლიციის ოფიცრის უნარებს.
მოწვეული ვარსკვლავი: სტივ ალენი.[18]
5419„Dog of Death“ჯიმ რირდონიჯონ სუორცუელდერი12 მარტი, 1992 (1992-03-12)8F17
სანტას პატარა დამხმარე გადაუდებელი ოპერაციისთვის საავადმყოფოში მოხვდება. ჰომერი იძულებულია, ბარტსა და ლიზას აუხსნას, რომ ოპერაციაში 750 დოლარს ვერ გადაიხდის, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მთელ ოჯახს ძაღლი უყვარს, იგი ცდილობს, მოიძიოს ოპერაციის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა. [19]
5520„Colonel Homer“მარკ კირკლენდიმეტ გრენინგი26 მარტი, 1992 (1992-03-26)8F19
ჰომერი და მარჯი კინოთეატრში ფილმის ნახვის შემდეგ კამათობენ და გაბრაზებული ჰომერი სახლს ტოვებს. მას აქვს დროებით რომანი ლარლინ ლამპკინთან. ჰომერი მისი მენეჯერი ხდება.
მოწვეული ვარსკვლავი: ბევერლი დ'ანჯელო.[20]
5621„Black Widower“დევიდ სილვერმანიამბავი: ტომას ჩესტეინი და სემ საიმონი
სატელევიზიო სცენარი: ჯონ ვიტი
9 აპრილი, 1992 (1992-04-09)8F20
სელმა საიდშოუ ბობის მეუღლე უნდა გახდეს. ბარტს და ლიზას ეშინიათ, რომ ასეთი ბიძა ეყოლებათ, ვინაიდან ბობი პატიმარია (ერთ-ერთ ეპიზოდში ბობი ბარტს დაემუქრა, რომ დაბრუნდებოდა და შურს იძიებდა - მას შემდეგ, რაც ბარტმა გამოაშკარავა, რომ ბობი ქურდობისას კრასტის განასახიერებდა, რის გამოც კრასტი დაიჭირეს. ბობი და სელმა მაინც ქორწინდებიან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ბობს ცოლის მოკვლა სურს, რასაც წინ აღუდგება ბარტი.
მოწვეული ვარსკვლავი: კელსი გრემერი.[21]
5722„The Otto Show“უეს არჩერიჯეფ მარტინი23 აპრილი, 1992 (1992-04-23)8F21
ჯგუფ Spinal Tap-ის წარმატებული კონცერტის შემდეგ ბარტი გადაწყვიტავს, ისწავლოს ელექტროგიტარაზე დაკვრა. ეს უფრო რთული აღმოჩნდება, ვიდრე მას მიაჩნდა და იგი განიცდის, როდესაც ხედავს, თუ როგორ კარგად უკრავს სკოლის ავტობუსის მძღოლი ოტო.
მოწვეული ვარსკვლავები: კრისტოფერ გესტი და მაიკლ მაკ-კინი.[22]
5823„Bart's Friend Falls in Love“ჯიმ რირდონიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი7 მაისი, 1992 (1992-05-07)8F22
ბარტის სკოლის მეგობარ მილჰაუზს უყვარდება ახალი მოსწავლე, სამანთა სტენკი. ბარტი ეჭვიანობს და ბრაზდება, რომ მილჰაუზი გოგონასთან ზედმეტად დიდ დროს ატარებს. ამიტომ იგი აწყობს შეთქმულებას, რათა ისინი ერთმანეთს დააშოროს. ბარტი სამანთას მამას უამბობს ამ ურთიერთობის შესახებ და გოგონა გადაჰყავთ კათოლიკურ სკოლაში. მილჰაუზი გულგატეხილია. ბარტი აღიარებს, რომ სამანთა მისი ჩარევის შემდეგ გადაიყვანეს და ბიჭები ჩხუბობენ. საბოლოოდ, ისინი მაინც შერიგდებიან და სამანთას აკითხავენ ახალ სკოლაში, სადაც გოგონა, როგორც აღმოჩნდება, თავს კარგად გრძნობს.
მოწვეული ვარსკვლავი: კიმი რობერტსონი.[23]
5924„Brother, Can You Spare Two Dimes?“რიჩ მურიჯონ სუორცუელდერი27 აგვისტო, 1992 (1992-08-27)8F23
ჰომერის ნახევარძმა ჰერბ პაუელი ბრუნდება, მაგრამ ამჯერად, როგორც უსახლკარო. მას შემდეგ, რაც ჰომერმა მისი საავტომობილო წარმოება გააკოტრა, ჰერბი მაწანწალად იქცა, მაგრამ მეგის მცირე დახმარებით, იგი ქმნის ახალ გამოგონებას, რომელიც მას წარმატებას მოუტანს - მოწყობილობას, რომელიც ბავშვის ბუტბუტს ნამდვილ საუბრად გარდაქმნის.
მოწვეული ვარსკვლავები: დენი დევიტო და ჯო ფრეიზიერი.[24]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 62.
  2. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 63.
  3. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 64.
  4. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 65.
  5. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 66.
  6. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 67.
  7. რიჩმონდი და კოფმანი 1997, pp. 68–69.
  8. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 70.
  9. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 71.
  10. რიჩმონდი და კოფმანი 1997, pp. 72–73.
  11. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 74.
  12. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 75.
  13. რიჩმონდი და კოფმანი 1997, pp. 76–77.
  14. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 78.
  15. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 79.
  16. რიჩმონდი და კოფმანი 1997, pp. 80–81.
  17. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 82.
  18. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 83.
  19. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 84.
  20. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 85.
  21. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 86.
  22. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 87.
  23. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 88.
  24. რიჩმონდი და კოფმანი 1997, p. 89.