სიმურგი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიმურგი
სრული სახელი Simurq Peşəkar Idman Klubu
მეტსახელი Simurqlar (ფენიქსები)
დაარსდა 2005; 14 წლის წინ
გაუქმდა 2015; 4 წლის წინ
სტადიონი ზაქათალას ქალაქის სტადიონი,
(ზაქათალა, აზერბაიჯანი)
(ტევადობა: 3,500)
ლიგა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა
2014-2015 მე-5
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

სიმურგი (აზერ. Simurq Peşəkar Idman Klubu) — საფეხბურთო კლუბი აზერბაიჯანში, კერძოდ, ზაქათალაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები (2005-2009)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 2005 წელს. ირიცხებოდა აზერბაიჯანის პირველი დივიზიონის შემადგენლობაში. კლუბის პირველმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა და უკვე 2006-07 წლების სეზონში გუნდი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ასპარეზობდა.[1] აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში ჩატარებული პირველი სეზონი გუნდმა მე-8 ადგილი დაასრულა (ჩემპიონატში 14 გუნდი მონაწილეობდა). აზერბაიჯანულმა, ჟურნალმა Football+-მა, 2006-07 წლების სეზონის გამო სიმურგი „წლის სიურპრიზად“ ცნო.[1] 2007-08 წლების სეზონში კლუბმა წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და სეზონი ახლა უკვე მე-7 ადგილით დაასრულა. 2008-09 წლების სეზონი გუნდმა მე-3 ადგილით დახურა; ეს შედეგი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

გვიანი წლები (2009-2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს შედგა კლუბის დებიუტი ევროპულ შეჯიბრებეში. ეს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რადგან ისინი უეფა-ს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „ბნეი იეჰუდასთან“ დამარცხდნენ.[2][3] მიუხედავად 2009-10 წლების სეზონის პირველი ნახევრის კარგად ჩატარებისა, ეს სეზონი კლუბისათვის წარუმატებელი გამოდგა. სეზონის მეორე ნახევარში კლუბმა სატურნირე ცხრილში დაღმასვლა დაიწყო დასაბოლოოდ სეზონი მე-8 ადგილით დაასრულა. მოქმედი მწვრთნელი, რომან პოკორა, ცუდი შედეგის ჩვენებისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2010 წლის ივნისში, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, აზერბაიჯანის ყოფილი ეროვნული გუნდის მენეჯერი ჯოკო ჰადჟიევსკი სიმურგის ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფინანსური პრობლემების გამო ახალმა მწვრთნელმა გამოცდილი მოთამაშეების გუნდში მოყვანა და კონტრაქტების გაფორმება ვერ მოახერხა და ამიტომ მან გუნდი ნაკლებად გამოუცდილი მოთამაშეებით შეავსო. 2010–11 წლების სეზონი ყველაზე ცუდი გამოდგა კლუბის ისტორიაში, რადგან სეზონის ბოლოს სიმურგი მე-11 ადგილზე აღმოჩნდა და ამისგამო გუნდს აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში დაქვეითება მოუწია.[4]

2011 წლის 18 ივლისს კლუბმა კონტრაქტი, ყოფილი უკრაინელ ფეხბურთელთან და ასოციაციის ფეხბურთის მწვრთნელთან, სერგეი იურანთან გააფორმა.[5]

2015 წლის ზაფხულში გუნდი ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა.

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარაქალას ქალაქის სტადიონი არის ფეხბურთის მოედანი, რომელიც ზაქათალაში (აზერბაიჯანში) მდებარეობს. იგი გამოიყენებოდა როგორც კლუბის საშინაო სტადიონი. სტადიონი 3,500 ადგილს მოიცავს.

გულშემატკივრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმურგს საკუთარ წარმატებებთან შედარებით დიდი გულშემატკივრების რაოდენობა ჰყავდა. კლუბის ზაქათალაში დარჩენაში გულშემატკივრებს დიდი როლი მიუძღვით.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]