სიმონ ჯანაშიას ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ ჯანაშიას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები ვარდისუბნის I ქუჩა, ვარდისუბნის ქუჩა

სიმონ ჯანაშიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი). პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვასილ ბარნოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ვარდისუბნის I ქუჩა, 1900 წელს ვარდისუბნის ქუჩა დაერქვა, ასეა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1947 წელს სიმონ ჯანაშიას სახელი ეწოდა. აქვს I ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]