სიმონ ეგნატაშვილი
სიმონ იაგორის ძე ეგნატაშვილი (იგნატიევი) (დ. 1743 ან 1746 — გ. წ. უცნობია) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი, დიპლომატი, მოღვაწეობდა რუსეთში.
ვახტანგ VI-ის ამალაში მყოფი, რუსეთის გადახვეწილი ქართველი აზნაურის შვილი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი (1762). იმყოფებოდა რუსეთის სახელმწიფო სამსახურში და მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობაში, როგორც თარჯიმანი და აგენტი. 1773 წელს პეტერბურგში გამოაქვეყნდა მის მიერ ქართულიდან რუსულად თარგმნილი „ბარამგულანდამიანი“. ეს არის თავისუფალი თარგმანი, ტექსტი გავრცობილია ლიტერატურული თუ ხალხური ზეპირსიტყვიერების მასალით. მანვე თარგმნა „ბრმა მემუსიკის სიმღერა“ — ქუთაისში შექმნილი ეკატერინე მეორისადმი მიძღვნილი სტილიზებული ხალხური ლექსი, შეადგინა ქართულ-რუსული ლესიკონი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 540.
- ბარამიძე ა., ბესიკის გარშემო (ახალი ტექსტური და საარქივო მასალები), «თსუ შრომები», 1936, ტ. 1.
- მახათაძე ნ., ქართული კულტურის კერა პეტერბურგში XVIII–XIX სს., თბ., 1967.
- რუხაძე ტ., ქართულრუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1960.
რესურესები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (რუსული) Игнатьев, Семен Егорович. Электронные публикации Института русской литературы (Пушкинского Дома) РАН: Словарь русских писателей XVIII века