შინაარსზე გადასვლა

სიმონ დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონ (პეტრე) ნიკოლოზის ძე დადიანი (დ. 23 ივლისი, 1916, სოფ. წირქოლი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, — გ. 2 მარტი, 1975, სან-ფრანცისკო, აშშ) — ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი; მწერალ ნიკოლოზ (კოკი) დადიანის შვილი.

1921-1940 ცხოვრობდა პარიზში. სამხატვრო განათლება მიიღო თავდაპირველად პარიზში, შემდეგ სან–ფრანცისკოში. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. შემოქმედების პირველ პერიოდში მუშაობდა როგორც რეალისტი მხატვარი. განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად მის აბსტრაქტულ ქანდაკებას „შავი ტორსი“ (ნიუ-იორკი, 1952). დადიანის ნამუშევრები ხშირად იყო ექსპონირებული ამერიკის ქალაქების გამოფენებზე. სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ქანდაკებებიდან — „ტორსი“ (1953), „მჯდომარე ქალი“ (1953); ფერწერიდან — „ადამი და ევა“ (1955); გრაფიკიდან — „ლურჯწვერა“ (1952), „გუთური ნანგრევები“ (1956). მისი ძირითადი ნამუშევრები ინახება პარიზში, მხატვრის დის, ქეთევან დადიანის ოჯახში, ნაწილი კი 2017 წელს მისმა მემკვიდრეებმა საჩუქრად გადასცეს საქართველოს ხელოვნების სასახლეს.[1]

  1. Late Georgian painter Simon Dadiani’s works returned to homeland, agenda.ge. 31 ოქტომბერი, 2017.