სიმონ გოგიტიძე
სიმონ გოგიტიძე | |
---|---|
რუს. Семён Константинович Гогитидзе | |
დაბ. თარიღი | 15 იანვარი, 1872[1] |
დაბ. ადგილი | ქუთაისის გუბერნია |
გარდ. თარიღი | 4 მარტი, 1927[1] (55 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() |
საქმიანობა | პედიატრი და ექიმი[1] |
მუშაობის ადგილი | კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი |
სიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძე (დ. 3 (15) იანვარი, 1872, სოფ. ჭალა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 4 მარტი, 1927, თბილისი) — პედიატრი, მეცნიერული პედიატრიის პიონერი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1904 წ.), პროფესორი (1912 წ.).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897 წ. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და იქვე დაიწყო მუშაობა ბავშვთა სნეულებების კათედრაზე. სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა ქალის რძეში ცხიმის გაჩენის გზებს. 1904 წ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1909 წ. აირჩიეს კიევის უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის პრივატდოცენტად, 1912 წ. – ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის გამგედ. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1921 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებების კათედრის გამგე. გოგიტიძის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის ორგანიზმის თავისებურებებისა და ჰიგიენის შესწავლას. მათ შორისაა „ბავშვის კვება“ (ტფილისი, 1927 წ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფაღავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 63.
- ფაღავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 198-199.
- ნანეიშვილი პ. „პროფესორი ს. გოგიტიძე, როგორც პედაგოგი“, „თანამედროვე მედიცინა“ N3-4, 1927
- უგრელიძე მ., „პროფ. ს. გოგიტიძის შრომები“, იქვე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.