სიმონ არველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ არველაძე
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1921 (1921-02-15) (101 წლის)
ვანის მუნიციპალიტეტი, ფერეთა, საქართველო
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) მარი ხვედელიძე
ჯილდოები ღირსების ორდენი

სიმონ არველაძე (დ. 15 თებერვალი, 1921, ვანის მუნიციპალიტეტი, ფერეთა, საქართველო ) — ქართველი კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონ არველაძე მეორე მსოფლიო ომგადახდილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. შემდგომ 1952–1959 წლებში მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისში საშუალო სკოლაში, შემდგომ ლექტორად 1960–1965 წლებში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1974 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

სიმონ არველაძე ავტორია, როგორც ფილოსოფიური, აგრეთვე კრიტიკული პუბლიცისტური ნაწარმოებებისა. სხვადასხვა დროს მისი არაერთი წიგნი გამოიცა, მათ შორისაა: „პოეზია და თანამედროვეობა“ (1966 წელი), „ომგადახდილი ვეფხისტყაოსანი“ (1967 წელი), „იდეალი და შემოქმედების თავისუფლება“ (1971 წელი), „კრიტიკული ნარკვევები“ (1971 წელი), „შთაგონება და პოეზია“ (1977 წელი), „შემოქმედებას სიმართლე უყვარს“ (1981 წელი), „სიახლის გრძნობა“ (1986 წელი) და სხვა. 1972 წელს - ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1974 წელს დოცენტი. სიმონ არველაძე არის II მსოფლიო ომის მონაწილე.

საყვარელი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა მწერალმა მოგონებათა წიგნი, რომელიც ასე დაასათაურა - „ჩვენ ერთად ვართ მაშინაც, როცა ერთად არა ვართ!“.

სიმონ არველაძე ქუთაისისა და ვანის საპატიო მოქალაქე და საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკია. აქვს მიღებულია რაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის: ვაჟა ფშაველასა და ილია II-ის სახელობის პრემიები და ღირსების ორდენი.

2021 წლის 15 მარტს სიმონ არველაძეს 100 წლის იუბილე გადაუხადეს.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონ არველაძეს პოეტური კალამი და პირველი ლექსები გასული საუკუნის 40-ან წლებში იოსებ გრიშაშვილმა შეუქო და აღსანიშნავია, რომ ხარფუხიდან გულითარი ბარათიც კი გამოუგზავნა: „უცილობლად გეტყობათ პოეტური ნიჭი და მჯერა, კიდევ და კიდევ ბევრს იმეცადინებთ ქართული ლიტერატურული ოჯახის ღირსეული წევრობისთვის...“. საინტერესოა მისი ფილოსოფიური ნაშრომები, რაც დიდწილად არის იმის დამსახურება, რომ სიმონ არველაძემ გაიარა უნივერსიტეტში დიდი სკოლა, სადაც მოისმინა ლექციები დიმიტრი უზნაძის, კოტე ბაქრაძის, პეტრე შარიასა და ალექსანდრე ქუთელიასი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოშიტაშვილი ნ. „100 წელიწადი ანუ ერთი საუკუნე ცოტა როდია, მაგრამ...“, ისტორიანი №2; 2021 წ. - გვ.75-78
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.194;

რესურსები ინტენეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]