სიმონ აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

სიმონ (კონსტანტინე) ვლადიმერის ძე აბაშიძე (დ. 1884, საჩხერე — გ. 25 აგვისტო, 1955, თბილისი) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1912–1918 წლებში მუშაობდა რუსეთში; 1918 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის ერობის მთავარ ექიმად. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიურ კათედრაზე; თბილისის სასწრაფო დახმარების, სოცუზრუნველყოფის, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო დაწესებულებებში; 1930 წელს მისი თაოსნობით აგუძერაში გაიხსნა ტუბსანატორიუმი. 1935–1955 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ექიმ კონსულტანტი; 1941 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის ერთ–ერთი სამხედრო ჰოსპიტლის ორგანიზაციაში; იქვე განაგებდა განყოფილებას და იყო სამხედრო საექიმო კომიისიის თავმჯდომარე; შეისწავლა ფილტვის აბსცესის მკურნალობა დეჰიდრატაციის მეთოდით; სიგმოიდური კოლინჯის დაავადებისას აღწერა მენჯ–ბარძაყისა და მუხლის სახსრების ერთდროული ტკივილის სიმპტომი და შეიმუშავა ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი; დღესაც აქტუალურია მისი გამოკვლევა, რომელიც მიეძღვნა ქუნთრუშიანი ბავშვების მომვლელი დედების ქუნთრუშით დასნებოვნების ფორმის საკითხებს და სხვა; შვილთან ვლადიმერ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსულ-ლათინურ-ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი (თანაავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1973. - 579გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]