კლოდ სიმონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სიმონი, კლოდ)
კლოდ სიმონი
ფრანგ. Claude Simon[1]
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1913(1913-10-10)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [1]
დაბადების ადგილი ანტანანარივუ[1]
გარდაცვალების თარიღი 6 ივლისი, 2005(2005-07-06)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[1]
დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[9] [1] და რომანისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[1]
ალმა-მატერი პარიზის სტანისლასის კოლეჯი და სენტ-ლუის ლიცეუმი
Magnum opus Hommage à Piero della Francesca
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[11] [12] [1] , ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, მედიჩის პრემია და ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“
მეუღლე Réa Karavas

კლოდ ეჟენ ანრი სიმონი (ფრანგ. Claud Simon, დ. 10 ოქტომბერი, 1913 წელი, ანტანანარივუ, მადაგასკარი, საფრანგეთის კოლონია — გ. 6 ივლისი, 2005, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (1985).[13]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონი 1913 წლის 10 ოქტომბერს კუნძულ მადაგასკარზე, ქალაქ ანტანანარივუში ფრანგი მშობლების ოჯახში დაიბადა. ისინი საფრანგეთში 1914 წელს დაბრუნდნენ.[14] სიმონის მამა სამხედრო მოსამსახურე იყო და პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში დაიღუპა. მომავალი მწერალი დედასთან და მის ოჯახთან ერთად პერპინიანში გაიზარდა. 1924 წელს მისი დედა სიმსივნით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მას ბებია ზრდიდა.

სიყმაწვილეში სიმონი ბევრ დროს უთმობდა ფერწერასა და ფოტოგრაფიას. მან საშუალო განათლება პარიზში, ხოლო უმაღლესი განათლება ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში მიიღო. სიმონი კომუნისტურ პარტიას შეუერთდა და 1936 წელს ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც რესპუბლიკელთა რიგებში ფრანკოს წინააღმდეგ იბრძოდა.[14] მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სიმონი არმიაში გაიწვიეს. იგი მსახურობდა კავალერიაში. მაასის ბრძოლაში სიმონი დაატყვევეს, რასაც გაქცევით დააღწია თავი. ტყვეობიდან გათავისუფლებული ფრანგულ წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა.

სიმონმა წერა ომის შემდეგ დაიწყო. მისი პირველი რომანი „Le Tricheur“ (ღალატი) 1946 წელს გამოწვეყნდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის თემაზეა მისი რომანები „La Corde raide“ და „Le Sacre du printemps“ (საგაზაფხულო რიტუალი). 1954-1967 წლებში გამოქვეყნდა სიმონის რომანების ციკლი - „L’Herbe“ (ბალახი), „La Route des Flandres“ (ფლანდრიელთა გზა), „La Palace“ (სასახლე) და „Histoire“ (ისტორია). კრიტიკოსები მის საუკეთესო ნამუშევრად რომანს „La Route des Flandres“ მიიჩნევენ.[15] 1973 წელს სიმონი აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა. მწერალი 2005 წლის 6 ივლისს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია მონმარტრის სასაფლაოზე.

სტილი და გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონი ახალი რომანის მიმდინარეობის წარმომადგენლად მიიჩნევა. მისი რომანებისთვის დამახასიათებელია ფრაგმენტული ნარატივი; მას არ აქვს ნარატივისა და პერსონაჟის შენარჩუნების მკაფიო განცდა.[16]

სიმონს მოდერნისტ წინამორბედებთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე თანამედროვეებთან. მის ნამუშევრებში აშკარად იგრძნობა მარსელ პრუსტისა და უილიამ ფოლკნერის გავლენა. მისთვის დამახასიათებელია ვრცელი, ხშირად რამდენიმე გვერდზე გადაჭიმული წინადადებები, სასვენი ნიშნების ნაკლებობა, პრუსტისეული მოქმედების ადგილების ალუზიური გამოყენება, რაშიც პრუსტის გავლენა იგრძნობა, ხოლო ფრაგმენტული დროის ხაზი, ხშირი ანალიზი და ცნობიერების ნაკადი სიმონის შემოქმედებაში ფოლკნერის გავლენის მახასიათებლების მაგალითებად შეგვიძლია მოვიყვანოთ.

კლოდ სიმონი და ჟან რიკარდო (საფრანგეთი)

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად გავლენებისა, სიმონის შემოქმედება, როგორც თემატურად, ისე სტილისტურად უაღრესად ორიგინალურია. ომი მის შემოქმედებაში ცენტრალური თემაა. იგი რომანში ერთსა და იმავე ისტორიულ კონფლიქტზე სხვადასხვა ადამიანების გამოცდილების ჩვენებით კონტრასტის ეფექტს ქმნის.

სიმონის არაერთ რომანში ოჯახური ისტორიის თემას ვხვდებით, სადაც პროტაგონისტის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ის მითები და ლეგენდები, რომლებიც მის ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამ მხრივ, სიმონის რომანებს აქვთ რამდენიმე საერთო ლაიტმოტივი, რომლებიც რომანებში სხვადასხვა თანმიმდევრობით მეორდება.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1945 : Le Tricheur, Éditions du Sagittaire
  • 1947 : La Corde raide, Éditions du Sagittaire
  • 1952 : Gulliver, Calmann-Lévy
  • 1954 : Le Sacre du Printemps, Calmann-Lévy
  • 1957 : Le Vent. Tentative de restitution d’une retable baroque, Éditions de Minuit
  • 1958 : L’Herbe, Éditions de Minuit
  • 1960 : La Route des Flandres, Éditions de Minuit
  • 1962 : Le Palace, Éditions de Minuit
  • 1966 : ქალები Femmes (ჟუან მიროს ოცდასამი სურათის მიხედვით), Éditions Maeght
  • 1967 : Histoire, Éditions de Minuit
  • 1969 : La Bataille de Pharsale, Éditions de Minuit
  • 1970 : Orion aveugle, Skira
  • 1971 : Les Corps conducteurs, Éditions de Minuit
  • 1973 : Triptyque, Éditions de Minuit
  • 1975 : Leçon de choses, Éditions de Minuit
  • 1981 : გეორგიკები Les Géorgiques, Éditions de Minuit, ISBN 2-7073-1950-3
  • 1986 : სიტყვა სტოკჰოლმში (ნობელის პრემიის გადაცემისას) Discours de Stockholm, Éditions de Minuit
  • 1987 : L’Invitation, Éditions de Minuit
  • 1988 : Album d’un amateur, Rommerskirchen
  • 1989 : L’Acacia, Éditions de Minuit
  • 1992 : Photographies, 1937—1970, Éditions Maeght
  • 1994 : Correspondance avec Jean Dubuffet, L'Échoppe
  • 1997 : Le Jardin des Plantes, Éditions de Minuit
  • 2001 : Le Tramway, Éditions de Minui
  • 2006 : Oeuvres, Collection Pléiade

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 GeneaStar
  8. 8.0 8.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  9. 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
  10. Who's Who in FranceParis: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1985/
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  13. nobel prize in literature 1985.
  14. 14.0 14.1 Claude Simon.
  15. Claude Simon - ენციკლოპედია ბრიტანიკა.
  16. Entre tradition et modernité (1967–1980). ccic-cerisy.asso.fr