სიმონიანთხევის მეორე სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიმონიანთხევის სამაროვანი.

სიმონიანთხევის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი სიმონიანთხევის ახალი სასაფლაოს სამხრეთით, ვაკეზე. განეკუთვნება III-IV საუკუნეს. 1967 წელს შემთხვევით აღმოჩნდა მდიდრული სამარხი. ინვენტარიდან გადარჩა მხოლოდ ოქროს რომაული მონეტა. სხვა სამარხები არ დადასტურებულა, მაგრამ აღმოჩნდა სამაროვნის თანადროული კერამიკა, რაც მიუთითებს ნამოსახლის არსებობაზე.

კერამიკული მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში, ხოლო მონეტა — საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]