შინაარსზე გადასვლა

სიმონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანტე ჯოჯოხეთში ესაუბრება პაპ ნიკოლოზ III-ს, რომელიც განთქმული იყო სიმონიისადმი სიყვარულით. გუსტავ დორე

სიმონია — საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა–გაყიდვა. სახელი ეწოდა სიმონ მოგვის მიხედვით, რომელმაც, საქმე მოციქულთას მიხედვით, იესო ქრისტეს მოციქულებს პეტრესა და იოანეს სთხოვა, მიეყიდათ მისთვის ხელდასხმით სულიწმინდის გადაცემის უნარი.

სიმონიის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ–ერთი ბრძოლა პატარიის სახელითაა ცნობილი. ის მიმდინარეობდა XI საუკუნის 50–იან წლებში მილანში და ჩრდილოეთ იტალიის ზოგიერთ ქალაქში.

  • შუა საუკუნეების ისტორია (გურამ კუტალიას რედაქციით), თბ., 2004, გვ. 116