შინაარსზე გადასვლა

სიმონა ამინარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონა ამინარი
მეტსახელ (ებ) ი სიმი
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დაიბადა 7 ოქტომბერი, 1979 (1979-10-07) (45 წლის)
კონსტანტა, რუმინეთი
სიმაღლე 1,58 მ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო
მწვრთნელ(ებ)ი ოქტავიან ბელუ
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი მარიანა ბიტანგი
კარიერა დაასრულა 2000

სიმონა ამინარი (რუმ. Simona Amânar; დ. 7 ოქტომბერი, 1979) — ყოფილი რუმინელი სპორტული ტანმოვარჯიშე. შვიდგზის ოლიმპიური და ათგზის მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი.

ამინარი ზედიზედ ოთხჯერ რუმინეთის ტანვარჯიშის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის (1994-1999) (1996 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ღონისძიება არ ჩატარებულა), ხოლო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური გუნდური ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარა. ასევე, არის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი „all-around“ ღონისძიებაში. ქალთა სპორტულ ტანვარჯიშში ერთ-ერთ ურთულეს მოძრაობას „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში მისი სახელი ჰქვია. 2007 წელს სიმონა ტანვარჯიშის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.[1]

1994 წელს ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პირველ წელს, ამანარმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში გუნდს გამარჯვებაში შეუწყო ხელი. ინდივიდუალურ ღონისძიებებში გამოსვლა სიმონამ 1995 წლიდან დაიწყო, როდესაც ის ევროპის თასზე გამოვიდა. ამ შეჯიბრზე ამანარმა „ბჯენითი რბენები“ და „floor exercise“ ღონისძიებებში ოქროს მედალები მოიპოვა, ხოლო „all-around“ ღონისძიებაში მას მხოლოდ სვეტლანა ხორკინამ აჯობა და სიმონაც ვერცხლს დასჯერდა. 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სიმონა რუმინეთის ნაკრებს ტიტულის შენრჩუნებაში დაეხმარა და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში „all-around“ ღონისძიების გამარჯვებულ ლილია პოდკოპაევასთან ერთად პირველი ადგილი აიღო.

1996 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამანარს თანაგუნდელმა ჯინა გოჯანმა აჯობა და სიმონას ვერცხლი ერგო.

1996 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სიმონა ტანვარჯიშის თითოეულ ღონისძიებაში წამყვან ათლეტად ითვლებოდა, მაგრამ ოლიმპიადა მისთვის არასასურველ ვითარებაში დაიწყო, როდესაც გახურებისას ის კოჭით დაეცა. თუმცა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, როდესაც დაზიანებულმა ტატიანა გუცუმ როზალია გალიევა შეცვალა[2] ამანარამ „all-around“ ღონისძიების ფინალურ ეტაპზე მისი თანაგუნდელი, ალექსანდრა მარინესკუ ჩაანაცვლა. მთავარმა მწვრთნელმა, ოქტავიან ბელუმ განაცხადა, რომ ამინარი შეჯიბრებაში მონაწილეობას იმსახურებდა, რადგანაც ის მეტს ვარჯიშობდა და მარინესკუზე უკეთესი ათლეტიც იყო. ამინარმა თანაგუნდელ ლავინია მილოშოვიჩთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„Floor exercise“ ღონისძიებაში ამინარმა 9,850 ქულა მიიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა ამერიკელი დომიკიკ დაზის დასამარცხებლად, მაგრამ არა - პოდკოპაევას დასამარცხებლად. ამარანიმ ვერცხლის მედალი მიიღო. ერთი დღით ადრე მან „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში ოქროს მედალი მოიპოვა.[3] საბოლოოდ, 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან ამარანი ოთხი მედლით დაბრუნდა („ბჯენითი რბენები“ - ოქრო, „floor exercise“ - ვერცხლი, „all-around“ - ბრინჯაო, გუნდური ჩათვლა - ბრინჯაო).[4]

1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთმა ზედიზედ მესამედ მოიგო ტიტული. „All-around“ ღონისძიებაში ამარანიმ ისევ ჩაანაცვლა მარინესკუ და ვერცხლის მედალი მოიპოვა (მასზე უკეთესი შედეგი სვეტლანა ხორკინამ აჩვენა). „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში ამარანიმ ოქროს მედალი მოიპოვა.

1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამინარი რუმინეთის ნაკრებს მეოთხე ტიტულის მოსაპოვებლად გაუძღვა (1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარებულა). „All-around“ ღონისძიებაში ამინარი ძელზე დაეცა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში მას ელენა ზამოლოდჩიკოვამ აჯობა, რადგანაც უფრო რთული მოძრაობა: ორმაგი-გრეხილი ცუკაჰარა შეასრულა და ამანარას ვერცხლიღა ერგო. სიმონამ ვერც „floor exercise“ ღონისძიებაში გაიმარჯვა: მას თანაგუნდელმა, ანდრეა რადუკანმა აჯობა და ტანმოვარჯიშე ამჯერადაც ვერცხლს დასჯერდა.

2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუმინელებმა მცირე სხვაობით რუსები დაამარცხეს და 1984 წლის შემდეგ ოლიმპიური ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვეს.[5] „All-around“ ღონისძიებაში ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების მიერ „vaulting horse“ დაბლა იყო დამაგრებული. ფავორიტი სვეტლანა ხორკინა შესრულებისას დაეცა.[6] იგივე პრობლემის გამო ბევრი სხვა ათლეტიც დაეცა, ნაწილმა — წაიბორძიკა. ბევმა მათგანმა შემდეგ ღონისძიებებშიც შეცდომა დაუშვა, რადგანაც მედლის მოპოვების შანსები უკვე გამქრალიყო, თუმცა მოგვიანებით შეცდომის შესახებ შეატყობინეს და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში ხელმეორედ გამოსვლის ნება დართეს. შეცდომის გამოსწორებამდე და შემდეგაც უშეცდომოდ მხოლოდ სამი რუმინელი ქალი გამოვიდა.[6][7] რადუკანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ამინარმა - ვერცხლის, ხოლო მარია ოლარუმ - ბრინჯაოს.[8]

ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამინარი მალევე გადადგა. 2002 წლის 9 მარტს, ტიმიშოარაში ის კოსმინ ტაბერეზე დაქორწინდა. 5 თვის შემდეგ მათ ვაჟი, ალექსანდრუ იოზიფი შეეძინათ. ამინარი არის რუმინეთის ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Simona Amanar – The International Gymnastics Hall of Fame. ციტირების თარიღი: 2016-07-31
  2. Glauber, Bill. (1992-07-31) Zmeskal steps out, then down: World champion is tearful 10th as Gutsu, Miller reign. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-15. ციტირების თარიღი: 2018-04-09.
  3. Penner, Mike (1996-07-29). „After the Rest Bow Out, Chow Gets Silver Medal“. Los Angeles Times (ინგლისური). ISSN 0458-3035. ციტირების თარიღი: 2016-07-31.
  4. Simona Amanar (2016-06-20). ციტირების თარიღი: 2016-07-31
  5. Roberts, Selena (2000-09-20). „Romania Conquers and Americans Are Left Divided“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2016-07-31.
  6. 6.0 6.1 Pells, Eddie. (2000-09-21) Gymnastics: Olympic Vault Set Too Low. ციტირების თარიღი: 2016-07-31
  7. Isaacson, Melissa. (2000-09-22) `Unthinkable' Error Mars Gymnastics Competition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-16. ციტირების თარიღი: 2016-07-31
  8. Roberts, Selena (2000-09-22). „Romania Sweeps as Controversy Swirls“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2016-07-31.