სიმინდისმაგვარნი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სიმინდისმაგვარნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Coix lacryma-jobi | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Maydeae | |||||||||||||
|
ტრიბა სიმინდისმაგვარნი (ლათ. Maydeae) — მასში შემავალი ყველა ყვავილი ერთსქესიანია. ცალ-ცალკე ყვავილედებად შეკრებილი ან ერთი ყვავილედის სხვადასხვა ადგილას განლაგებული, მტვრიანიანი თავთუნები ორყვავილიანებია, ხოლო ბუტკოიანები — ერთყვავილიანები. ღეროები მოკლებულია ღრუს. ფილოგენეზურად ისინი შეიძლება გამოყვანილ იქნეს სორგოსმაგვარებისაგან.
ამ ტრიბაში 7 გვარი და 24 სახეობაა, რომლებიც უმთავრესად ტროპიკებშია გავრცელებული. საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამ ტრიბის ველური წარმომადგენლები არ გვხვდება.
ხორბალთან და ბრინჯთან ერთად მსოფლიო მნიშვნელობისაა სიმინდი (Zea mays), რომელიც ამერიკაში მოჰყავდათ ჯერ კიდევ მის აღმოჩენამდე.