სიმაღლე (გეომეტრია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამკუთხედის სამივე სიმაღლე გადაიკვეთება ორთოცენტრში

სიმაღლე - პერპენდიკულარის მონაკვეთი, დაშვებული გეომეტრიული ფიგურის წვეროდან (მაგალითად: სამკუთხედის, პირამიდის, კონუსის) მის ფუძეზე ან ფუძის გაგრძელებაზე, აგრეთვე ამ მონაკვეთის სიგრძე. პრიზმის, ცილინდრის, სფერული ფენის, ფუძის პარალელურად წაკვეთილი პირამიდისა და კონუსის სიმაღლეა მანძილი ზედა და ქვედა ფუძეებს შორის. ნებისმიერი სამკუთხედის სამივე სიმაღლე ან ის წრფეები, რომლებზეც ისინი მდებარეობენ, გადაიკვეთება ერთ წერტილში, რომელსაც ორთოცენტრს უწოდებენ. სიმაღლე გეომეტრიაში აღინიშნება ლათინური ასოთი - h.