სილიჰემ-ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სილიჰემ-ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 8-9 კგ.
სიმაღლე 25-30 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სილიჰემ-ტერიერი (ინგლ. Sealyham Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთშიში 1870_იან წლებში.

სილიჰემის მისაღებად გამოიყენეს რამდენიმე ჯიში. შედეგად გაჩნდა მაჩვზე და წავზე შეუდარებელი მონადირე, რომელიც თავის მსხვერპლს ერთნაირი დაჟინებით მისდევს სოროებშიც, მიწასა და წყალზეც. დღესდღეობით სილიჰემი გადაიქცა მიმზიდველ კომპანიონად დამოუკიდებელი და დესპოტური ხასიათით. სილიჰემის დანიშნულება იყო მაჩვის და წავის განადგურება მათ სოროებში, სწორედ ამით აიხსნება ამ ჯიშის ძაღლების აგრესიულობა სხვა ძაღლების მიმართ. დაახლოებით ასი წელია, რაც სილიჰემს მხოლოდ როგორც კომპანიონს ამრავლებენ, თუმცა დღემდე ამ ტერიერების პატრონებს პატრონის მხრიდან მკაცრი მოპყრობა სჭირდება.

1930-იან წლებში სილიჰემი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში). დღესდღეობით მათ შესახებ იციან მხოლოდ ინგლისურენოვან ქვეყნებში და თავის სამშობლოშიც კი იშვიათ ჯიშად გადაიქცა. სილიჰემ-ტერიერი კარგად ეგუება სიცივეს და სიცხეს, კარგი მოდარაჯეა, ძნელად იწვრთნება. აქვს გრძელი, მავთულისებრი ბალანი, რომელსაც პროფესიონალი პარიკმაჰერის მოვლა სჭირდება. დრუნჩზე განლაგებული გრძელი ბალანი მას ოთხკუთხა ფორმას აძლევს, ყურები საშუალო ზომისაა. აქვს წაგრძელებული ძლიერი თეძოები. საშუალო სიდიდის თვალები მუქია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: