სილიციუმის ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-ხოსეს ცენტრი

სილიციუმის ველი (ინგლ. Silicon Valley)— მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა კალიფორნიაში (აშშ) ცნობილია, როგორც კომპიუტერებისა და ელექტრონიკის პროდუქციის წარმოების ცენტრი. სახელი ეწოდა კაჟისგან მიღებული ნაერთის, სილიციუმის, მიხედვით, რომელიც ფუძეშრედ გამოიყენება მიკროსქემებში.

ამ ტექნოლოგიური ცენტრის წარმოშობა და განვითარება განაპირობა რეგიონში წამყვანი უნივერსიტეტების (სან-ხოსეს, სანტა-კლარას, სტენფორდის, კალიფორნიის და სხვ.) თავმოყრამ, ასევე ხმელთაშუა ზღვის ჰავამ. ველზე განლაგებულია 30-ზე მეტი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიის სათაო ოფისი. აქ იყრის თავს აშშ-ს ვენჩურული ინვესტიციების მესამედი, რამაც სილიციუმის ველი მაღალტექნოლოგიური ინოვაციების სტარტაპების წამყვანი ჰაბი და ეკოსისტემა გახადა. მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვისაც. სწორედ აქ შეიმუშავეს სილიციუმის საფუძველზე ინტეგრალური სქემა, მიკროპროცესორი და მიკროკომპიუტერი. 2013 წლის მონაცემებით, რეგიონში დასაქმებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების დაახლოებით 250 ათასი სპეციალისტი.

სილიციუმის ველი ყოველწლიურად აჯილდოვებს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის წევრებს[1]

სილიციუმის ველში ბაზირებული ცნობილი კომპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიები სილიციუმის ველში
1st IBM Plant in Silicon Valley (16th & St. John in San Jose).jpg N 1st St & Tasman Dr (32614813640).jpg Facebook Campus, Menlo Park, CA.jpg Intel HQ.jpg TeslaMotors HQ PaloAlto (cropped).jpg
IBM სამსუნგი ფეისბუკი ინტელი ტესლა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Making Silicon Valley: Innovation and the Growth of High Tech, 1930–1970 by Christophe Lécuyer, MIT Press (2006)
  • Heroes of the Computer Revolution by Steven Levy, Garden City, New York: Anchor Press/Doubleday (1984)
  • A History of Silicon Valley: The Greatest Creation of Wealth in the History of the Planet by Arun Rao and Piero Scaruffi, Omniware Press (2010), ISBN 0-9765531-8-X
  • Behind the Silicon Curtain: The Seductions of Work in a Lonely Era, Dennis Hayes, London: Free Association Books (1989)
  • The Silicon Valley of Dreams: Environmental Injustice, Immigrant Workers, and the High-Tech Global Economy, David Naguib Pellow and Lisa Sun-Hee Park, New York University Press (2003)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SVIPLA