სილიფქეს მუზეუმი
| სილიფქეს მუზეუმი | |
|---|---|
|
| |
| 36°22′25″ ჩ. გ. 33°56′32″ ა. გ. / 36.37361° ჩ. გ. 33.94222° ა. გ. | |
| დაარსდა | 1973 წელი |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | Silifke |
| ოფიციალური საიტი | http://www.silifkemuzesi.gov.tr/ |
![]() | |
სილიფქეს მუზეუმი (თურქ. Silifke Müzesi) — მდებარეობს თურქეთში, მერსინის პროვინციის სილიფქეს რაიონში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სილიფკეში პირველი მუზეუმოლოგიური საქმიანობა 1939 წლიდან იწყება. სილიფქეს რაიონში, რომელიც მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით, ნაპოვნი ნივთები თავმოყრილ იქნა ყოფილ დაწყებითი სკოლის შენობაში, რომელიც თავად ას წელზე ძველია. მუზეუმის შენობის მშენებლობის შემდეგ მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა 1973 წლის 2 აგვისტოს.
გამოფენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის ეზოში გამოფენილია ქვის ნაკეთობები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის სვეტების თავები, სარკოფაგები, მუსლიმური საფლავის ქვები და სხვა. შენობას ოთხი საგამოფენო დარბაზი აქვს. პირველ სართულის დარბაზში განთავსებულია სხვადასხვა ქანდაკება. მეორე სართულის პირველი ოთახი ეთნოგრაფიულ ნივთებს ეძღვნება, ძირითადად იერიუქების ყოფაზე. დანარჩენ ორ ოთახში გამოფენილია ხელნაკეთობები და სამკაულები. ლუვიური ელინისტური მონეტები ძვ.წ. დაახლოებით IV საუკუნისა, რომლებიც იპოვეს მეიდანჯიქის ციხეში, სილიფკეს დაახლოებით 80 კილომეტრით (50 მილით) დასავლეთით, რომლებიც ასევე გამოფენილია სილიფკეს მუზეუმში.[1]
ნივთების რაოდენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე ადრეული ნაშრომები ნეოლითის ხანისაა. ასევე გამოფენილია ელინისტური, რომაული, ბიზანტიური, სელჩუქური და ოსმალური ნაშრომები.[1]
- არქეოლოგიური: 2975
- ეთნოგრაფიული: 1410
- მონეტები: 15875
- ბეჭდები: 77
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||
