შინაარსზე გადასვლა

სილვიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სილვიუსი (ლათ. Alba Silvius — „ტყისა“) — რომაულ მითოლოგიაში ასკანიუსის ვაჟი, სხვა ვერსიით ენეასისა და ლავინიას ძე. ძველი ტრადიციის მიხედვით როდესაც ენეასი გარდაიცვალა ლავინიამ ტყეს შეაფარა თავი რათა ასკანუსს მისთვის არ ევნო. სწორედ ამიტომ მისი სახელი ტყეს ნიშნავს. ლეგენდარული კაპეტუსის მამა. მითის მიხედვით 29 წლისა გახდა ალბა-ლონგას მეორე მეფე და მეფობდა 39 წლის განმავლობაში.

გავრცელებული მითოსის თანახმად, ენეასის უფროსმა ძემ, იულუსმა (ასკანიუსმა) დააარსა რა ალბა-ლონგა, ქალაქ ლავინიაში სამეფო ტახტი სილვიუსს დაუთმო. იულიუსის გარდაცვალების შემდეგ სილვიუსი ალბა ლონგაშიც გამეფდა და სილვიუსთა სამეფო მოდგმის მამამთავარი შეიქნა. სწორედ ამ მოდგმის ჩამომავლები იყვნენ რომის ფუძემდებლები, რომულუსი და რემუსი.

  • ანა ფერარი, კლასიკური მითოლოგიის ლექსიკონი, გამომცემლობა „TEA“, 1994, ISBN 8878195391
  • ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე, მითოლოგიური ენციკლოპედია ტომი II, გამომცემლობა „ბაკმი“, 2012 წ., ISBN 978-9941-426261