სილვია პინალ იდალგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სილვია პინალ იდალგო
ესპ. Silvia Pinal Hidalgo
Silvia Pinal in Maribel y la extraña familia (1960) (cropped).jpg
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი 1930 (90 წლის)
გუაიმასი, სორონა, მექსიკა
მოქალაქეობა მექსიკის დროშა მექსიკა
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
მეუღლე(ები)

რაფაელ ბანკელსი
გუსტავო ალატრისტი

ენრიკე გუზმანი, ტულიო ერნანდესი
შვილ(ებ)ი სილვია პასკეელი, ვირიდიანა ალატრისტე
ალეხანდრა გუზმანი

სილვია პინალ იდალგო (ესპ. Silvia Pinal Hidalgo; 1931 წლის 19 ოქტომბერი, გუაიმასი, სონორა, მექსიკა)მექსიკელი მსახიობი, მექსიკური კინოს ოქროს ხანის წარმომადგენელი. [1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვია პინალ იდალგო დაიბადა 1931 წლის 19 ოქტომბერს. დედა მარია ლუიზა იდალგო მექსიკის დამოუკიდებლობის მოძრაობის ინიციატორის, მიგელ იდალგო ი კოსტილიას შთამომავალი გახლდათ. მამა, მოსე პასკუელი, მექსიკის რადიოსადგურ XEW-ში ორკესტრის დირიჟორი იყო. სილვიას დედა 15 წლის ასაკში დაორსულდა. მამამ გოგონა არ იცნო. ამიტომ სილვია 11 წლამდე მამას არ იცნობდა.

ბიოლოგიური მამის მხრიდან სილვიას ჰყავდა კიდევ სამი ძმა: ევგენიო, მოისესი და ვირჯინი. თუმცა, გოგონას პასკუელების ოჯახთან ერთად დრო არასოდეს გაუტარებია.  როდესაც იგი ხუთი წლის იყო, დედამისი ცოლად გაჰყვა ლუის ჯ. პინალს, რომელმაც სილვია თავის ქალიშვილად აღიარა. ლუის ჯ. პინალს წინა ქორწინებიდან კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავდა: მერსედესი, ბეატრისი და ევგენია. ლუი სამხედრო და პოლიტიკური ჟურნალისტი გახლდათ. მას მექსიკაში რამდენიმე სამთავრობო თანამდებობა ეკავა. ის იყო ტეკისიაპანის, კერეტაროს მუნიციპალური პრეზიდენტი. ოჯახი ცხოვრობდა მექსიკის სხვადასხვა ქალაქებში, როგორებოცაა: კერეტარო, აკაპულკო, მონტერეი, ჩილპანსინგო, კუერნავაკა და პუებლა, ბოლოს კი მეხიკოში დასახლდნენ.[3]

კინოკარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვია პინალი. 1955 წელი.

სილვია იდალგო პროფესიულ სცენაზე 1950 წლიდან გამოდიოდა. მისი დებიუტი კინოში 1948 წელს შედგა, როდესაც შეასრულა ემილიას როლი  რეჟისორ მიგელ კონტრეას ტორესის ფილმში "ბამბა".  არაჩვეულებრივი გარეგანული მონაცემებისა და დრამატული ნიჭის წყალობით, იგი სწრაფად გახდა მექსიკის ეკრანის ერთ-ერთი კინოვარსკვლავი. მან წარმატებით ითამაშა მექსიკურ კომედიებში, მელოდრამებში, მუსიკალურ ფილმებში გამოჩენილ მსახიობებთან კანტინფლასთან, ალბერტო დე კორდოვასთან ერთად.  მსახიობი მექსიკური კინოს ოქროს ხანის ერთ-ერთი ცოცხალი ლეგენდაა.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვია იდალგო ინსტიტუციონალური რევოლუციური პარტიის წევრი გახდა. იგი აირჩიეს ფედერალური პარლამენტის წევრად, სენატორად და მექსიკის ფედერალური ოლქის ასამბლეის წევრად. ამ თანამდებობებზე იგი აქტიურ როლს ასრულებს კულტურისა და ქალთა დაცვის სფეროში.[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვია პინალის ძეგლი მეხიკოში [5]

სილვია პინალი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქმარი იყო კუბელი და მექსიკელი მსახიობი რაფაელ ბანკელსი, რომლისგანაც 1949 წლის 13 ოქტომბერს შეეძინა ქალიშვილი სილვია პასკეელი. 1961 წელს იგი მეორედ დაქორწინდა კინოპროდიუსერსა და ბიზნესმენ გუსტავო ალატრისტზე, რომელიც მისი მეორე ქალიშვილის, ვირიდიანა ალატრისტეს მამა გახლდათ (1963–1982, გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში).

სილვია მოგვიანებით 1967 წელს დაქორწინდა მექსიკელ მსახიობსა და მომღერალ ენრიკე გუზმანზე. მათ შეეძინათ ქალიშვილი ალეხანდრა გუზმანი (პოპ მომღერალი) და ვაჟი ლუის ენრიკე გუზმანი. მისი ბოლო ქმარი იყო ტულიო ერნანდესი, რომელსაც იგი ცოლად გაჰყვა 1982 წელს,  ქორწინება დასრულდა 1995 წელს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1983  წ.  პრემია TVyNovelas   —  ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის   ფილმში „ხვალ გაზაფხული მოვა“
  • 1953 Silver Ariel — როლისთვის ფილმში Un Rincón cerca del cielo
  • 1956 Silver Ariel —  როლისთვის ფილმში Locura pasional
  • 2006 წელს სილვია პინალი  ესპანეთში დაჯილდოვდა  იზაბელა კათოლიკოსის ორდენით კინოს სამყაროში შეტანილი წვლილისთვის.
  • 2016 წელს ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ აირჩია სილვია პინალი თავის ერთ-ერთ წევრად მისი ხანგრძლივი კარიერისა და საერთაშორისო კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.

2019 წელს Televisa -მ გამოუშვა სატელევიზიო სერიალი სახელწოდებით Silvia Pinal, frente a ti ("სილვია პინალი თქვენს წინაშე"), რომელსაც მსახიობის ცხოვრება უდევს საფუძვლად.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reforma.com: Silvia Pinal, pionneer of the Musical Theatre in Mexico
  2. Interview with Silvia Pinal: Simón del desierto
  3. Pinal, Silvia (2015). "Esta soy yo". México City: Editorial Porrúa. pp. 24, 25. ISBN 978-607-09-2109-4.
  4. García Riera, Emilio (1996). El Cine de Silvia Pínl. Universidad de Guadalajara / Instituto Mexicano de Cinematografía. p. 20. ISBN 978-968-895-714-1.
  5. El Universal: Silvia Pinal have a Statue
  6. Televisa TIM. Silvia Frente a ti (ესპ.). Las Estrellas TV.