სილეთითენიზი
იერსახე
სილეთითენიზი | |
---|---|
![]() ტბა სილეთითენიზი ცენტრალურ ნაწილში. 2002 წლის რუკა | |
კოორდინატები: 53°20′23″ ჩ. გ. 73°10′00″ ა. გ. / 53.33972° ჩ. გ. 73.16667° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 64 მ |
ფართობი | 750 კმ² |
მოცულობა | 1,5 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,2 მ |
სილეთითენიზი (ყაზახ. Сілетітеңіз) — გაუდინარი მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთში. ფართობი 750 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ. მოქცეულია ვრცელი ქვაბულის ფსკერზე, ზღვის დონიდან 64 მ სიმაღლეზე. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაპირები მაღალი და სწორია, დასავლეთი — შეჭრილ-შემოჭრილი. ბევრია ყურე და ნახევარკუნძული. დასავლეთი და სამხრეთი დაბალი ნაპირები თანთათანობით გადადის მლაშობ ჭაობებში. საზრდოობს თოვლით. ფსკერული დანალექებიდან გვხვდება გოგირდწყალბადის გამონაყოფი. ტბას ერთვის მდინარეები სილეთი და ჟოლაქსაი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სილეთითენიზი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)