სილა გენჩოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სილა გენჩოღლუ
თურქ. Sıla Gençoğlu
Sıla (cropped).JPG
სილა 2011 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1980 (1980-06-17) (41 წლის)
დაბ. ადგილი აჯიპაიამი, დენიზლი, თურქეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი · ჯაზი · როკი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2007–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia · Epic · Sony
საიტი sonymusic.com.tr
სილა გენჩოღლუ ვიკისაწყობში

სილა გენჩიოღლუ (თურქ. Sıla Gençoğlu, დ. 17 ივნისი, 1980), ცნობილი როგორც სილათურქი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ის დაიბადა აჯიპაიამში, დენიზლის პროვინციაში, თურქეთში, მოგვიანებით ის გადავიდა იზმირიში, საბოლოოდ კი სტამბოლში დასახლდა სასწავლებლად. სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში ჯაზის შესწავლის შემდეგ, სილა გახდა ქენან დოღულუს ბექ ვოკალისტი.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980–2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილა გენჩოღლუ დაიბადა აჯიპაიამში, დენიზლის პროვინციაში, თურქეთში 1980 წლის 17 ივნისს. დედამისი წარმოშობით იზმირიდანაა მამა კი დენიზლელი. დედამისი იომიურ გენჩოღლუ (ქალიშვილობის გვარი: ბალაბანი) ფარმაცევტი, ხოლო მამა შიუქრიუ გენჩოღლუ პოლიტიკოსი და ქიმიკოსი იყო. 1990-იანი წლების შუა პერიოდში შიუქრიუ გენჩოღლუ გახდა დენიზლის პროვინციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენდა „ჭეშმარიტი გეზის პარტიას“, მაგრამ მან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სილას ბაბუა (დედის მხრიდან) მუზაფერ ფიქრი ბალაბანი იყო თურქეთის მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თურქეთის დიდი ეროვნულ ასამბლეაში დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა. 1960 წლის თურქეთის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის გამო მუზაფერს ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. მისი მეორე ბაბუა (მამის მხირდან) რიზა გენჩოღლუ იუსტიციის პარტიის დეპუტატი იყო თურქეთის მე-15 მოწვევის პარლამენტში.[1][2] დენიზლში დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ იგი იზმირში ბებიასთან, სუჰეილა ბალაბან დასახლდა, სადაც ფრანგულ ენას ეუფლებოდა.[3] 1990 წელს იგი ჩაირიცხა თევფიქ ფიქრეტის სკოლაში ფრანგული ენის შესასწავლად, სადაც შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. სკოლაში მისმა მუსიკის მასწავლებელმა, აზიზ პელენმა სილას მუსიკისადმი ინტერესი ამოიცნო და მას სასკოლო ღონისძიებებსა და გამოსვლებში რთავდა.[4] საშუალო სკოლის მესამე წლიდან მან ვოკალის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო კერძო მასწავლებელთან. სილა ასევე ვარჯიშობდა იზმირის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის წარმომადგენელთან, საბაჰათ თექებაშთან.

1998 წელს სილა სტამბოლში გადავიდა უმაღლესი განათლების მისაღებად. ის ერთი წლის განმავლობაში ფრანგულ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში გადავიდა ჯაზის შესასწავლად. ამ პერიოდში იგი გახდა ნესეთ რუაჯანის, ნედიმ რუაჯანისა და ნეზიჰ იეშილნილის ჯაზ ორკესტრის სოლისტი Afyon Jazz Festival- ზე. მცირე ხნით ვარჯიშის შემდეგ სილა ქენან დოღულის ბექ ვოკალისტი გახდა და მასთან შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდა ამისა, სილას კომპოზიციები და სიმღერების ტექსტები მრავალი ცნობილი შემსრულებლის ალბომებში იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: ფერჰათ გიოჩერი, ქენან დოღულუ და ემელ მიუფთიუოღლუ. საზოგადოებამ სილა უკეთ გაიცნო სეზენ აქსუსთან თანამშრომლობით, რომელთან ერთადაც სილამ სიმღერა „Sıla-Töre“ ჩაწერა სერიალისთვის სილა.[5][6]

სილა 2015 წლის მაისში ანტალიაში

2017-დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის ოქტომბერში სილამ გამოუშვა ახალი სინგლი სახელწოდებით „Muhbir“. 2018 წლის ნოემბერში მან ყოფილი შეყვარებული, აჰმეთ ქურალი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.[7] სასამართლოს გადაწყვეტილებით აჰმეთს შემაკავებელი ორდერი გამოეწერა და სილასთან მიახლოვება სამი თვის ვადით აეკრძალა.[8] 2018 წლის დეკემბერში, სალა იყო იმ ოთხ ადამიანს შორის, რომლებმაც მიიღეს საპატიო ჯილდო ოქროს პეპლის 45-ე დაჯილდოებაზე.[9] 2019 წლის ოქტომბერში სილა გამოჩნდა ჩინური ბრენდის Oppo- ს სარეკლამო რგოლში 3 მილიონიანი თურქული ლირის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.[10]

2020 წლის იანვარში სილამ ახალი სიმღერა სახელწოდებით „Yaralım“ გამოუშვა, რომელიც საკულტო მომღერალ ნიუქჰეთ დურუსთან ერთად ჩაწერა.[11]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eyüboğlu, Ali (23 June 2014). „Sıla nereye biz oraya...“. Milliyet. ციტირების თარიღი: 14 September 2016.
  2. „Sıla'dan annesine doğum günü partisi“. Milliyet. 7 January 2012. ციტირების თარიღი: 14 September 2016.
  3. Semercioğlu, Cengiz (20 October 2012). „Eşim Değil O, Sıla...“. Hürriyet. ციტირების თარიღი: 14 September 2016.
  4. Kurt, Mehmet (3 June 2011). „Sıla'dan vefa“. Hürriyet. Demirören News Agency. ციტირების თარიღი: 14 September 2016.
  5. Çağlayan, Armağan. Sıla: Evdeki televizyonu söktüm. ციტირების თარიღი: 23 August 2018.
  6. #GQMOTY2015 Yılın Kadını: Sıla. ციტირების თარიღი: 23 August 2018.
  7. Karatas, Zeynep. (26 February 2019) To end Turkey’s silence on domestic abuse, a famous pop star told her own story. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  8. Atik, Özden; Yeşil, Şengüler (1 November 2018). „Şarkıcı Sıla: Ahmet Kural beni yerlerde sürükledi, kafamı duvarlara vurdu“. Hürriyet. DHA. ციტირების თარიღი: 1 November 2018.
  9. 45. Pantene Altın Kelebek Ödülleri sahiplerini buldu (9 December 2018). ციტირების თარიღი: 1 July 2019.
  10. Sıla'dan 3 milyon TL'lik anlaşma. CNN Türk (13 October 2019). ციტირების თარიღი: 13 October 2019.
  11. Albümün uğuru Sıla (28 January 2020).