შინაარსზე გადასვლა

სიკვდილი მზითვის გამო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიკვდილი მზითვის გამო — დაქორწინებული ქალის გარდაცვალება, რომელიც მოკლეს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს მზითვის გამო. მზითვის გამო მკვლელობა ძირითადად ხდება ინდოეთში,[1] პაკისტანში,[2] ბანგლადეშსა და ირანში.[3][4] თუ ქმრის ოჯახი გადაწყვეტს, რომ მზითვი არასაკმარისია, ოჯახის წევრები შეეცდებიან პატარძლის მოკვლას, რათა ქმარს მისცენ ხელახლა დაქორწინების შესაძლებლობა ან დასაჯონ პატარძალი და მისი ოჯახი.[5] 2010 წელს ინდოეთს ჰქონდა მზითვის გამო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი (8,391 გარდაცვალება). მზითვთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ქალებში 40-დან 50%-მდე შეადგენს, რაც წარმოადგენს სტაბილურ ტენდენციას 1999 წლიდან 2016 წლამდე.[6] პაკისტანი, რომელიც ყოველწლიურად 2000 ასეთ სიკვდილს აფიქსირებს, აქვს მზითვის გამო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2,45% — 100000 ქალზე.[7][8]

როგორც წესი, მზითვის გამო სიკვდილი წარმოადგენს ქმრის ოჯახის მიერ ძალადობის სერიის კულმინაციას.[9][10] მზითვის გამო სიკვდილის უმეტესობა თვითმკვლელობაა (ახალგაზრდა ქალი, რომელიც ვერ ეგუება ჩაგვრას და წამებას, თავს იკლავს). ამ თვითმკვლელობების უმეტესობა ხდება ჩამოხრჩობის, მოწამვლის ან დაწვის შედეგად. ხანდახან ქალს ქმარი ან ქმრის ნათესავები წვავენ და ეს ყველაფერი შენიღბულია თვითმკვლელობის ან უბედური შემთხვევის სახით. ინდოელი ქალების დაწვის შედეგად გარდაცვალებას ყველაზე ხშირად მზითვის გამო გამოწვეულ კონფლიქტებს მიაწერენ.[11] მკვლელობაში ან თვითმკვლელობაში დამნაშავე საქმროს ოჯახია.[12]

ინდოეთს მსოფლიოში მზითვთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს. ინდოეთის პოლიციამ 1996 წელს მიიღო 2500-ზე მეტი შეტყობინება პატარძლის დაწვის შესახებ.[13][14][15]

მზითვის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 2008 წელს (8172) გაიზარდა 14,4%-ით 1998 წლის მაჩვენებელთან შედარებით (7146),[16][17]. В 2011[1] ხოლო ამ პერიოდში ინდოეთის მოსახლეობა გაიზარდა 17,6%-ით 10 წლის განმავლობაში.[1] — 8 233 [18] 2011 წელს, ინდოეთში მზითვის გამო 8331 სიკვდილი დაფიქსირდა. მზითვის გამო სიკვდილი ინდოეთში არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული რელიგიით.[19]

ინდოელ ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტები 40 წელზე მეტია ემხრობიან კანონებს მზითვის გამო სიკვდილის შესაჩერების შესახებ.„მზითვის აკრძალვის აქტი, 1961 წ.“ კრძალავს მზითვის მოთხოვნას, გადახდას ან მიღებას „ქორწინების ანაზღაურების სახით“, სადაც „მზითვი“ განისაზღვრება, როგორც ქორწინების მოთხოვნილი ან გაცემული საჩუქარი.

კანონის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ექვს თვემდე ვადით. აქტმა შეცვალა ინდოეთის სხვადასხვა შტატის მიერ მიღებული რამდენიმე ანტიმზითვური კანონმდებლობა.[20] იძულებით მკვლელობასა და თვითმკვლელობას ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსი განიხილავს.

2005 წლის კანონი ოჯახური ძალადობისგან ქალთა დაცვის შესახებ მიზნად ისახავდა ქალების მზითვის გამო შევიწროების დასრულებას, ამისათვის ისინი უნდა დაუკავშირდნენ ოჯახში ძალადობის დაცვის ოფიცერს. თუმცა, სასამართლოები ხშირად მთავრდებოდა იძულებითი კონსულტაციებით, რასაც არასასურველი შედეგები მოჰყვა. კანონები არ სთავაზობენ პრაქტიკულ საშუალებებს სამედიცინო დახმარების, საბავშვო ბაღების, ფსიქოლოგიური დახმარების, თავშესაფრების, ეკონომიკური ან მატერიალური დახმარების სახით ქალების, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.[21]

ინდური კანონები გააკრიტიკეს არაეფექტურობის გამო.[22] მზითვის გამო თვითმკვლელობისა და მკვლელობის პრაქტიკა გრძელდება ინდოეთის ბევრ ნაწილში.[23]

პაკისტანში მზითვის პრაქტიკა (ჯაჰეზი) კულტურის ნაწილია: პაკისტანის ყველა რეგიონში ქორწინებების 95%-ზე მეტი გულისხმობს პატარძლის ოჯახიდან საქმროს ოჯახისთვის მზითვის გადაცემას.[24]. პაკისტანში მზითვის გამო სიკვდილიანობა იზრდება,[25][26][27] სტატისტიკის განსაკუთრებით შესამჩნევი ზრდა აღინიშნება მას შემდეგ, რაც პაკისტანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა.[28][29][30] ითვლება, რომ პაკისტანის ოფიციალური პირები ხშირად არ აფიქსირებენ მზითვის გამო გამოწვეულ ფატალურ შემთხვევბს, ამიტომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ არის შეფასებული და შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს. მაგალითად, არსებობს მტკიცებულება, რომ მსხვერპლის დაწვის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 33% -ია 100000 პაკისტანელ ქალზე, საიდანაც 49% იყო განზრახ ჩადენილი, ანუ საშუალო წლიური მაჩვენებელი მინიმუმ 16%-ია 100000 ქალზე.[31][32][33] პაკისტანის მზითვის და საქორწილო საჩუქრების (შეზღუდვების) კანონპროექტი 2008 წელს ზღუდავს მზითვის ოდენობას 30 000 PKR-მდე (300 აშშ დოლარი), ხოლო საქორწილო საჩუქრების საერთო ღირებულება 50 000 PKR-ს შეადგენს.[34] თუმცა, ეს და მსგავსი 1967, 1976 და 1998 წწ. საოჯახო სასამართლოს კანონი, ისევე როგორც 1964 წლის საოჯახო სასამართლოს აქტი, აღმოჩნდა, რომ არ იყო აღსრულებადი. პოლიცია უარს ამბობს დაარეგისტრიროს და გამოიძიოს ბრალდებები მზითვთან დაკავშირებული ოჯახში ძალადობის შესახებ, რამაც გამოიწვია ქალების სიკვდილიანობის ზრდა.[35] პაკისტანში ცდილობდნენ უკანონოდ გამოეცხადებინათ მზითვებისა და ძვირადღირებული წვეულებების (ვალიმას) საჯარო ჩვენება. ამისკენ იყო მიმართული 1997 წლის აქტი, 1998 წლის რეგულაცია (XV) და 1999 წლის რეგულაცია (III). კანონები გაასაჩივრეს პაკისტანის უზენაეს სასამართლოში, მოჰყავდათ მაგალითად რამდენიმე ჰადისი, რომელიც შეესაბამება შარიათის რელიგიურ კანონს, რაც ადასტურებს ისლამის წახალისებას ვალიმასა და მასთან დაკავშირებულ პრაქტიკაზე. უზენაესმა სასამართლომ ეს კანონები და რეგულაციები არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.[35]

ბანგლადეშში მზითვს უწოდებენ ჯუტუკს და იგი ბანგლადეშში ქალთა სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი მიზეზია. ყოველწლიურად 0,6-დან 2,8%-მდე პატარძალი 100000 ქალიდან იღუპება მზითვთან დაკავშირებული ძალადობის გამო.[36][37] სიკვდილი ხდება თვითმკვლელობის, დაწვის და ოჯახში ძალადობის სხვა ფორმების შედეგად. 2013 წელს 4,470 ქალი გახდა მზითვთან დაკავშირებული ძალადობის მსხვერპლი 10 თვის განმავლობაში.

მზითვი — ძველი სპარსული ჩვეულებაა, რომელსაც ადგილობრივები უწოდებენ ჯაჰაზს.[38][39][40] ირანულ და ინგლისურ გაზეთებში დაფიქსირდა მზითვის გამო ძალადობისა და სიკვდილის შემთხვევები.[4] 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მზითვის გამო სიკვდილის შემთხვევები ირანში.[4] ირანელი რეჟისორის მერიამ ზაჰირიმერის ფილმი „Endless?“ (2018) ეხება ტრამვას, რომელიც დაკავშირებულია ირანში მზითვის გამო გამოწვეულ სიკვდილთან.[41]

ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო ძალისხმევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის მზითვის გამო გამოწვეულ სიკვდილთან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაარსებიდან (1945) იყო ქალთა უფლებების დამცველი. გაეროს წესდების პრეამბულაში,[42] ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში [43] (1948) არის ჩანაწერი ქალთა უფლებების დაცვის შესახე, ასევე ჩანაწერია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (1966), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში [44] (1966). (ეს სამი დოკუმენტი ერთობლივად ცნობილია, როგორც „უფლებათა საერთაშორისო ბილი“[45]), კონვენციაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ[46](2012).

გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ასევე აქტიური პოზიცია დაიკავა მზითვთან დაკავშირებულ სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლაში. UNICEF-ის დირექტორმა საჯაროდ დაგმო მზითვის გამო გამოწვეული სიკვდილის ფაქტები და სამართლებრივი სისტემები, რომლებიც დამნაშავეებს დაუსჯელობის საშუალებას აძლევდა.[47] 2009 წელს UNICEF-მა წამოიწყო პირველი სტრატეგიული პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობისთვის, რასაც 2010 წელს მოჰყვა მეორე სამოქმედო გეგმა. ამ გეგმების მიზანი იყო გენდერული თანასწორობა უფრო პრიორიტეტული ყოფილიყო UNICEF-ის ყველა საერთაშორისო პროგრამასა და ფუნქციაში.[48]

კერძო ორგანიზაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Amnesty International“-მა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მცდელობისას, დაადგინა მზითვის გამო გამოწვეული სიკვდილი, როგორც ქალთა მიმართ გლობალური ძალადობის მთავარი ფაქტორი.[49] ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ შეფასებებში „Amnesty International“ აკრიტიკებს ინდოეთს დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო.[50]

2004 წელს ქალთა გლობალურმა ფონდმა წამოიწყო პროექტი „ახლა ან არასოდეს“, რათა დააფინანსოს ფემინისტური ორგანიზაციების ძალისხმევა მთელს მსოფლიოში, მათ შორის ინდოელი ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები. შეგროვდა და განაწილდა დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარი (2007 წლის მდგომარეობით). [51]

„Human Rights Watch“-მა ასევე გააკრიტიკა ინდოეთის მთავრობა 2011 წელს.[52]

V-Day მასპინძლობს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სპექტაკლები, ხელოვნების გამოფენები და ვორქშოფები საზოგადოებებში და კოლეჯების კამპუსებში შეერთებული შტატების მასშტაბით, სახსრების მოზიდვის და საზოგადოების განათლების მიზნით, გენდერული ძალადობის თემებზე, მათ შორის მზითვის გამო გამოწვეული სიკვდილის შესახებ.[53]

  1. 1 2 3 National Crime Statistics (page 196). National Crime Records Bureau, India (2013-01-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-20. ციტირების თარიღი: 2015-01-02
  2. ↑ PAKISTAN: The social injustice behind the practice of dowry-when greed dictates society დაარქივებული 2017-01-03 საიტზე Wayback Machine. Asian Human Rights Commission (2014)
  3. ↑ . Around 87,000 women were killed around the world last year and some 50,000 — or 58 per cent — were killed at the hands of intimate partners or family members. This amounts to some six women being killed every hour by people they know, according to new research published by the United Nations Office on Drugs and Crime (UNODC). Isfahan man kills daughter over inability to pay dowry დაარქივებული 2018-01-08 საიტზე Wayback Machine. Public Broadcasting Service, Washington DC (August 16, 2010)
  4. 1 2 3 Kiani et al. (2014), A Survey on Spousal Abuse of 500 Victims in Iran, American Journal of Forensic Medicine and Pathology, 35(1):50-54, March 2014
  5. ↑ Jutla, Rajni K.; Heimbach, David (March–April 2004). „Love burns: an essay about bride burning in India“. Journal of Burn Care & Rehabilitation. 25 (2): 165–170. doi:10.1097/01.bcr.0000111929.70876.1f. PMID 15091143.
  6. ↑ Jutla, Rajni K.; Heimbach, David (March–April 2004). „Love burns: an essay about bride burning in India“. Journal of Burn Care & Rehabilitation. 25 (2): 165–170. doi:10.1097/01.bcr.0000111929.70876.1f. PMID 15091143.
  7. ↑ Subhani, D., Imtiaz, M., & Afza, S. (2009), To estimate an equation explaining the determinants of Dowry, MePRC Journal, University of Munich, Germany
  8. ↑ Anderson, Siwan (2000), «The economics of dowry payments in Pakistan», Mimeo, Tilburg University Press, Center for Economic Research
  9. ↑ Jane Rudd, «Dowry-murder: An example of violence against women.» Women’s studies international forum 24#5 (2001).
  10. ↑ Meghana Shah, «Rights under fire: The inadequacy of international human rights instruments in combating dowry murder in India.» Connecticut Journal of International Law 19 (2003): 209+.
  11. ↑ Kumar, Virendra (Feb 2003). „Burnt wives“. Burns. 29 (1): 31–36. doi:10.1016/s0305-4179(02)00235-8. PMID 12543042.
  12. ↑ Oldenburg, V. T. (2002). Dowry murder: The imperial origins of a cultural crime. Oxford University Press.
  13. ↑ Provisional 2011 Census Data დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine. , Government of India (2011)
  14. ↑ Crime statistics in India თარგი:Архивировано, Government of India (2011)
  15. ↑ http://ncrb.nic.in/CD-CII2011/Statistics2011.pdf Crime statistics in India თარგი:Архивировано, Government of India (2011)
  16. ↑ Point No.17, Dowry Deaths თარგი:Архивировано
  17. ↑ Decadal Growth Rates in India თარგი:Архивировано Census of India, Government of India, New Delhi (2012)
  18. ↑ Caleekal. Dowry Death. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-13. ციტირების თარიღი: 2012-01-05
  19. ↑ Devadas. (1988-06-30) Dowry-related deaths break religious, caste and geographical barriers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-12. ციტირების თარიღი: 2019-02-12
  20. ↑ Section 1-4, Dowry Act. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-25. ციტირების თარიღი: 2018-04-10
  21. ↑ (2020) დაარქივებული ასლი, გვ. 1–2. ISBN 978-1-138-36614-5. 
  22. ↑ Manchandia, Purna (2005). „Practical Steps towards Eliminating Dowry and Bride-Burning in India“. Tul. J. Int'l & Comp. L. 13: 305–319.
  23. ↑ Spatz, Melissa (1991). „A "Lesser" Crime: A Comparative Study of Legal Defenses for Men Who Kill Their Wives“. Colum. J. L. & Soc. Probs. 24: 597, 612.
  24. ↑ Zeba Sathar, Cynthia Lloyd, et al. (2001—2002) «Adolescents and Youth in Pakistan» დაარქივებული 2014-03-12 საიტზე Wayback Machine. თარგი:Архивировано pp.92-116, Population Council (with support from UNICEF)
  25. ↑ Yasmeen, S. (1999) «Islamisation and democratisation in Pakistan: Implications for women and religious minorities», South Asia Journal of South Asian Studies 22(s1), pages 183—195 doi:10.1080/00856408708723381
  26. ↑ Ibraz, T. S., Fatima, A., & Aziz, N. (1993) «Uneducated and Unhealthy: The Plight of Women in Pakistan» თარგი:Архивировано [with Comments], The Pakistan Development Review Vol.32 No.4 pp.905-915
  27. ↑ Niaz, U (2004). „Women's mental health in Pakistan“. World Psychiatry. 3 (1): 60–2. PMC 1414670. PMID 16633458.
  28. ↑ Hussain, R. (1999) «Community perceptions of reasons for preference for consanguineous marriages in Pakistan» დაარქივებული 2018-01-07 საიტზე Wayback Machine. , Journal of Biosocial Science Vol.31 No.4 pp.449-461
  29. ↑ Shah, K. (1960). «Attitudes of Pakistani students toward family life», Marriage and Family Living Vol.22 No.2 pp. 156—161
  30. ↑ Korson, J. H., & Sabzwari, M. A. (1984). «Age and Social State at Marriage, Karachi, Pakistan 1961-64 and 1980: A Comparative Study», Journal of Comparative Family Studies 15(2), pp. 257—279.
  31. ↑ Nasrullah; Muazzam (2010). „Newspaper reports: a source of surveillance for burns among women in Pakistan“. Journal of Public Health. 32 (2): 245–249. doi:10.1093/pubmed/fdp102. PMID 19892782.
  32. ↑ Juliette Terzieff (October 27, 2002) «Pakistan’s Fiery Shame: Women Die in Stove Deaths» დაარქივებული January 15, 2016[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები WeNews, New York
  33. ↑ Miller, B. D. (1984). „Daughter neglect, women's work, and marriage: Pakistan and Bangladesh compared"]“. Medical Anthropology. 8 (2): 109–126. doi:10.1080/01459740.1984.9965895. PMID 6536850.
  34. ↑ Ashraf Javed (June 9, 2013) «Done to a daughter over dowry» თარგი:Архивировано, The Nation (Pakistan)
  35. 1 2 (2006) Fight Against Dowry დაარქივებული 2014-11-08 საიტზე Wayback Machine. თარგი:Архивировано, SACHET (Pakistan); also see Dr. A.Q. Khan’s July 2003 foreword on widespread Dowry problems to the Prime Minister of Pakistan
  36. ↑ Shahnaz Huda (2006), Dowry in Bangladesh: Compromizing Women’s Rights თარგი:Архивировано, South Asia Research, November vol. 26 no. 3, pages 249—268
  37. ↑ Women’s Safety: Ghosts on the Prowl თარგი:Архивировано Mahfuzur Rahman, Dhaka Courier, January 26, 2012
  38. ↑ Steingass Persian-English დაარქივებული 2017-03-24 საიტზე Wayback Machine. თარგი:Архивировано, University of Chicago, See explanation for Jahiz
  39. ↑ Persian English Dictionary დაარქივებული 2014-11-02 საიტზე Wayback Machine. see Dowry
  40. ↑ Isfahan man kills daughter over inability to pay dowry Public Broadcasting Service, Washington DC (August 16, 2010)
  41. ↑ King. (2018-03-29) Boston Globe Summiting Provincetown to address sexual harassment, racism, and pay disparity in the entertainment industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-25. ციტირების თარიღი: 2019-01-21
  42. ↑ Charter of the United Nations: Preamble. United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-05. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  43. ↑ The Universal Declaration of Human Rights. United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-17. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  44. ↑ International Covenant on Economic, Social and Cultural Rights. Office of the United Nations High Commissioner on Human Rights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  45. ↑ International Law. Office of the United Nations High Commissioner for Human Rights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-11. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  46. ↑ Convention on the Elimination of All Forms of Discrimination Against Women. United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-06. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  47. ↑ Statement of UNICEF Executive Director Ann M. Veneman on International Women's Day. UNICEF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-10. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  48. ↑ UNICEF Strategic Priority Action Plan for Gender Equality: 2010–2012. UNICEF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-10. ციტირების თარიღი: 2024-01-02
  49. ↑ Violence Against Women Information. Amnesty International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-04. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  50. ↑ India. Amnesty International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-10. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  51. ↑ Her Majesty Queen Noor and Nancy Pelosi Join GFW to Announce Endowment for the World's Women. Global Fund For Women. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-08. ციტირების თარიღი: 2012-09-04
  52. ↑ India: Disappointing Year for Human Rights. Human Rights Watch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-08.
  53. ↑ Dowry Deaths & Bride Burning. V-Day. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-03. ციტირების თარიღი: 2012-09-04