სიკვდილი არავის უნდა
იერსახე
„სიკვდილი არავის უნდა“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
ჟანრი | ვესტერნი |
დამდგმელი რეჟისორი | ვიტაუტას ჟალაკიავიჩიუსი |
სცენარის ავტორი | ვიტაუტას ჟალაკიავიჩიუსი |
როლებში |
დონატას ბანიონისი რეგიმანტას ადომაიტისი იუოზას ბუდრაიტისი ალგიმანტას მასიულისი ვია არტმანე |
კომპოზიტორი | ალგის აპანავიჩიუსი |
ოპერატორი | იონას გრიციუსი |
სტუდია | ლიტვის კინოსტუდია |
გამოსვლის თარიღი | 1966 |
ხანგრძლივობა | 106 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | ლიტვური ენა |
სიკვდილი არავის უნდა (ლიეტ. Niekas nenorėjo mirti) — მხატვრული კინოფილმი, რომლის რეჟისორია ვიტაუტას ჟალაკიავიჩიუსი. გადაღებულია ლიტვის კინოსტუდიაში 1966 წელს. 1966 წელს კიევში მიიღო საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, იმავე წელსვე — ლენინური კომკავშირის პრემია, ხოლო 1967 წელს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. დაჯილდოვდნენ სცენარის ავტორი და რეჟისორი ვიტაუტას ჟალაკიავიჩიუსი, ოპერატორი იონას გრიციუსი და მსახიობები დონატას ბანიონისი და ბრუნო ოია. 1967 წელს ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ მკითხველთა გამოკითხვის შედეგად აღიარეს 1966 წლის საუკეთესო საბჭოთა ფილმად. ფილმის მოქმედება ვითარდება 1947 წელს ლიტვის გასაბჭოების პერიოდში, სოფელში.