სიკვდილისპირა გამოცდილება
სიკვდილისპირა გამოცდილება (ინგლ. Near-death experience, NDE) არის სიკვდილთან ან მოსალოდნელ სიკვდილთან ასოცირებული ღრმა პერსონალური გამოცდილება, რომელსაც მკვლევრები მსგავსი მახასიათებლებით აღწერენ. როდესაც ეს გამოცდილება პოზიტიურია (რაც აღრიცხული შემთხვევების უმეტესობას წარმოადგენს, თუმცა არა ყველას),[1] ის შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა შეგრძნებას, მათ შორის: სხეულისგან განცალკევებას, ჰაერში ლივლივის შეგრძნებას, სრულ სიმშვიდეს, უსაფრთხოებას, სიხარულს, სამყაროსთან ერთიანობის განცდას, ცხოვრების მთავარი მოვლენების გადახედვას, სინათლესთან კონტაქტს და გარდაცვლილი ნათესავების ხილვას.[2]
სიკვდილისპირა გამოცდილება ყველაზე ხშირად შექცევადი კლინიკური სიკვდილის დროს ვლინდება. მისი განმარტებები სხვადასხვაგვარია და მოიცავს როგორც სამეცნიერო, ისე რელიგიურ თვალსაზრისებს.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bush NE, Greyson B (November–December 2014). „Distressing Near-Death Experiences: The Basics“. Mo Med. 111 (6): 486–90. PMC 6173534. PMID 25665233.
- ↑ (2009) The handbook of near-death experiences thirty years of investigation. Westport, Conn.: Praeger Publishers. ISBN 978-0-313-35865-4.
- ↑ Blanke, Olaf (2009). The Neurology of Consciousness. London: London: Academic Publishers, 2009, გვ. 303–324. ISBN 978-0-12-374168-4.