სიკვდილით დასჯა მონტენეგროში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიკვდილით დასჯა ევროპაში 2019 წლის მონაცემებით
  გაუქმებულია ყველა შემთხვევაში
  კვლავ არსებობს სიკვდილით დასჯა
  არსებობს სიკვდილით დასჯის სამართლებრივი ფორმა, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში არავინ დასჯილა

სიკვდილით დასჯა მონტენეგროში — იურიდიული სასჯელი მონტენეგროში. ასეთი სასჯელი კანონში 1798 წელს შევიდა, რომელიც 2002 წლის 19 ივნისამდე მოქმედებდა. უკანასკნელი ადამიანი დანაშაულის გამო დახვრიტეს 1981 წლის 29 იანვარს, საბოლოო სიტყვა კი უკანასკნელად ორმა ადამიანმა 2001 წლის 11 ოქტომბერს წარმოითქვა. მონტენეგროს ეკრძალება სიკვდილით დასკის გამოყენება შემდეგი საერთაშორისო კონვენციებით (რატიფიცირების თარიღები მოცემულია ფრჩხილებში): სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური ოქმი (2001 წლის 6 სექტემბერი), აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის No. 6 და No.6 ოქმები (2004 წლის 3 მარტი). მონტენეგროს კონსტიტუციის 26-ე თავის თანახმად „მონტენეგროში სიკვდილით დასჯა აკრძალულია“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტენეგრო, 1798-1914[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1851 წლამდე მონტენეგრო იყო თეოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და სენატი მართავდა. სენატი მონტენეგროელი ტომების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, რომლებიც სრული ავტონომიით სარგებლობდნენ. პირველი წერილობითი კანონი მიღებულ იქნა 1789 წელს (მასში ცვლილებები შეიტანეს 1803 წელს), ეპისკოპოს პეტრე I–ის მმართველობის დროს. ამ პერიოდში სიკვდილით დასჯა დაწესებული იყო მკვლელობისთვის და ღალატისთვის და მისი აღსრულების სამი გზა: დახვრეტა, ჩამოხრჩობა და ჩაქოლვა იყო.[1][2] მართალია, კანონით არ იყო დადგენილი, მაგრამ ხალხს ქურდებისთვისაც სჯიდნენ სიკვდილით. ისტორიული წყაროების თანახმად, „ქურდი ჩამოახრჩეს და მკვლელი დახვრიტეს“ 1831 წელს.[2] 1839/1840 წლებში სიკვდილით დასაჯეს „20-მდე დამნაშავე“.[3]

მას შემდეგ, რაც მონტენეგრო საერო სამთავრო გახდა, 1855 წელს მიიღეს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი (პრინც დანილო I-ის კოდექსი). იგი ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას 18 სახის დანაშაულის ჩადენისთვის მათ შორის: მკვლელობისთვის, ღალატისთვის, მთავრის ღირსების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, ქურდობის სხვადასხვა ფორმისა და გადასახადის გადახდაზე უარის თქმისთვის.[1] ადამიანი რომელიც მოკლავდა ცოლს ან საყვარელ ადამიანს მრუშობის გამო ყველანაირი სასჯელისგან თავისუფლდებოდა. აღსრულების ლეგალური სახე იყო სროლა, მაგრამ მხოლოდ მამაკაცებისთვის. ქალების დახვრეტა არ შეიძლებოდა და მათ ჩამოხრჩობას ან ჩაქოლვას უსჯიდნენ. ქალების სიკვდილით დასჯის ფაქტები ძალზე იშვიათი იყო. ერთ-ერთი მათგანი 1854 წელს ქმრის ღალატისთვის ჩაქოლეს.[4] პირველი თანამედროვე სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მიღებულ იქნა 1906 წელს, ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ოცზე მეტი სახის დანაშაულისთვის.[5] ეს პროცესი ძირითადად დახვრეტით სრულდებოდა, რომელსაც 10-ზე მეტი ჯარისკაცი ასრულებდა. 1914 წლამდე სიკვდილით დასჯის ფაქტების ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, წელიწადში დაახლოებით 1-2 ასეთი შემთხვევა ფიქსირდებოდა. გამონაკლისს წარმოადგენდა ორი პოლიტიკური სასამართლო პროცესი 1908 და 1909 წლებში, როდესაც მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალდებულ 13 პირს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა (ცხრა სიკვდილით დასაჯეს).

იუგოსლავია, 1918–1941[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელს, როდესაც იუგოსლავია შეიქმნა კანონის აღსასრულებლად ახალი იურიდიული სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა. ჩრდილო–დასავლეთის პროვინციებში (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, სლოვენია და ვოევოდინა) სიკვდილით დასჯა დახურულ სივრცეში ეწყობოდა და მასზე ხალხის დასწრება არ შეიძლებოდა. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში (სერბეთი, კოსოვო, მონტენეგრო და ჩრდილოეთი მაკედონია) დამნაშავეებს ღია სივრცეში ხვრეტდნენ. როდესაც მთელი ქვეყნისთვის ერთიანი სისხლის სამართლის კოდექსი შემოიღეს (1929) განაჩენის აღსრულების ერთადერთ ლეგალურ სახედ ჩამოხრჩობა დაუშვეს, გარდა სამხედრო სასამართლოების მიერ გამოტანილი სასჯელისა, რომლეთათვისაც კვლავ დახვრეტა მოქმედებდა.[6]

ძირითადი დანაშაულები, რომლისთვისაც ამ პერიოდში ხალხი სიკვდილით დასაჯეს იყო მკვლელობა და ძარცვა, ასევე ტერორიზმი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მონტენეგროში 1920-დან 1940 წლამდე 14 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს, 5 კი დასაჯეს (ამავე პერიოდში, მთელ იუგოსლავიაში იყო 904 განაჩენი და 291 სიკვდილით დასჯის შემთხვევა).[7]

მონტენეგრო, 1991-დან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის აპრილიდან სერბეთი იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი იყო, რომელიც ორი ფედერალური ერთეულისგან - სერბეთისა და მონტენეგროსაგან შედგებოდა. 1991 – დან 2002 წლამდე მონტენეგროს სასამართლოებმა რვა ადამიანს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რომელთაგან არცერთი არ აღსრულებულა. ორი უკანასკნელი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა პოდგორიცის უმაღლესმა სასამართლომ სლავკო დევიჩზე და რადე არსოვიჩზე, რომლებიც ნასამართლევები იყვნენ მკვლელობაში.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Zakonik obšči crnogorski i brdski. Zakonik Danila Prvog[The General Code of Montenegro and the Hills. The Code of Danilo the First], facsimile edition, 1982, p. xxviii
  2. 2.0 2.1 Karadžić, Vuk (1969). Sabrana dela [Collected Works], XVIII. Belgrade. p. 656.
  3. Popović, Petar (1951). Crna Gora u doba Petra I i Petra II [Montenegro in the times of Petar I and Peter II], Belgrade. p. 297.
  4. Bojović, Jovan (1982). Zakonik knjaza Danila [Prince Danilo's Code], Titograd, p.49.
  5. Krivični zakonik za Knjaževinu Crnu Goru [Penal Code for the Princedom of Montenegro], Cetinje 1906.
  6. Janković, Ivan (2012). Na belom hlebu: Smrtna kazna u Srbiji, 1804–2002 [On white bread diet: The death penalty in Serbia 1804-2002]. Belgrade. Ch.8-10
  7. Statistički godišnjaci Kraljevine SHS / Jugoslavije [Statistical Yearbooks of the Kingdom SHS / Yugoslavia]. Belgrade. 1921-1941.
  8. skazna > Osudjenik. ციტირების თარიღი: 2020-08-11