შინაარსზე გადასვლა

სიკატივები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიკატივები (ლათ. siccativus — „გამშრობი“) — მცენარეული ზეთების ჟანგვითი პოლიმერიზაციის („შრობის“) კატალიზატორები; ზეთშემცველი ლაქსაღებავი მასალების კომპონენტები, რომლებიც აჩქარებენ სხეულთა ზედაპირზე აფსკის წარმოქმნას ოთახისა და მაღალი ტემპერატურისას. ქიმიური შედგენილობით სიკატივები წარმოადგენს ცხიმოვან მჟავათა (ძირითადად სპილენძის, მანგანუმის, კობალტის) მარილებს. პრაქტიკაში ხშირად იყენებენ კომბინირებულ სიკატივებს.