სივიაკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სივიაკოვის სახლი
რუს. Особняк Сивякова
კოორდინატები 47°34′29″N 41°05′50″E / 47.574627° ჩ. გ. 41.097106° ა. გ. / 47.574627; 41.097106
მდებარეობა კონსტანტინოვსკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი მოდერნი
დასრულების თარიღი 1906
გარე სურათები
სივიაკოვის სახლი

სივიაკოვის სახლი (რუს. Особняк Сивякова) — ძველი სახლი კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1906 წელს. შენობაში განთავსებულია ხელოვნების საბავშვო სკოლა. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის არქიტექტურის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: 347250, როსტოვის ოლქი, კონსტანტინოვსკი, ლენინის ქუჩა № 8.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვსკში ლენინის ქუჩა № 8-ში მდებარეობს განსხვავებული არქიტექტურის მქონე სამსართულიანი აგურის შენობა. ვაჭარმა ნიკოლოზ ივანეს ძე სივიაკოვმა საკუთარი ხარჯებით მდინარე დონის ნაპირზე აღმართა სახლო მოდერნის არქიტექტურულ სტილში, რომელიც ასევე შეიცავდა ფსევდოგოთიკურ ელემენტებს. შენობა ააგეს 1906 წელს. ვაჭარი ნ. სივიაკოვი იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანი კონსტანტინოვსკში. იგი ვაჭრობდ მანუფაქტურით, ფლობდა სავაჭრო ფარდულებს ნიკოლაევსკში და კონსტანტინოვსკში. იგი აგებულია მდინარისაკენ დაქანებულ, დამრეც ადგილზე, რამაც გამოიწვია მის მარჯვენა მხარეს სარდაფების ქონა, ხოლო შესასვლელი მარცხენა მხარეს მდებარეობს პირველი სართულის დონეზე. შენობის ფანჯრები სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობისაა - ნახევარწრიული, სწორკუთხა, ვიწრო, ფართო, დაბალი და მაღალი. შენობის მესამე სართულზე განთავსებული იყო საძინებლები და აბაზანა. 1914 წელს სივიაკოვმა პარიზის აუქციონიდან ჩამოიყვანა მხარის სოფლებში პირველი მანქანა და მისთვის სახლში მოაწყო ავტოგარაჟი.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან შენობაში განთავსებულია ხელოვნების საბავშვო სკოლა. შენობა 2002 წლიდან რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ კონსტანტინოვსკში მდებარე სამსართულიანი აგურის სახლი აგებულია მოდერნის სტილში და აქვს არასიმეტრიული ფორმა, ორსართულიანი სახურავი, შენობას არ აქვს გვერდითი ფანჯრები.

შენობის ასაგებად გამოყენებულია, აგური, ქვიშა, თიხა, დუღაბი და ქათმის კვერცხი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.