სივერაუტი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სივერაუტი | |
---|---|
კოორდინატები: 42°40′54″ ჩ. გ. 44°15′04″ ა. გ. / 42.68167° ჩ. გ. 44.25111° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3767 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
სივერაუტი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ გვერდით ხოხის ქედზე, მდინარე თერგის სათავეებში. სიმაღლე 3767 მ. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. რელიეფი მკვეთრია. სივერაუტის ჩრდილოეთ კალთაზე არის ძველი გამყინვარების ნიშნები — ცირკები და ტროგები. სივერაუტის კალთებიდან ეშვება მოზრდილი მყინვარი მდინარე ფიაგდონის ტროგულ ხეობაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 328.