სიერა-ნევადა (ესპანეთი)
იერსახე
| სიერა-ნევადა | |
|---|---|
| ესპ. Sierra Nevada | |
| კოორდინატები: 37°08′ ჩ. გ. 03°16′ დ. გ. / 37.133° ჩ. გ. 3.267° დ. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | გრანადის პროვინცია, ალმერიის პროვინცია, მალაგის პროვინცია |
| უმაღლესი წერტილი | მულასენი |
| სიმაღლე | 3478 მ |
| ამგებელი ქანები | დოლომიტები, კირქვები, კრისტალური ფიქლები |
სიერა-ნევადა (ესპ. Sierra Nevada) — მასივი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის მთებში. სიმაღლე 3478 მეტრამდე (მთა მულასენი — პირენეს ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი). აგებულია დოლომიტებით, კირქვებით, კრისტალური ფიქლებით. მწვერვალები რამდენიმე თვის განმავლობაში თოვლითაა დაფარული. მთა მულასენზეა ევროპის ყველაზე სამხრეთით მდებარე მყინვარი. არის რკინის მადნის საბადო (ალკიფე).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Сьерра-Невада // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 25 — М., 1976. — стр. 148.