სიერა-დელ-ესკამბრაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიერა-დელ-ესკამბრაი
სიერა-დელ-ესკამბრაი
სიერა-დელ-ესკამბრაი
კოორდინატები: 21°59′05″ ჩ. გ. 80°07′57″ დ. გ. / 21.98472° ჩ. გ. 80.13250° დ. გ. / 21.98472; -80.13250
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
ტერიტორიული ერთეული სანქტი-სპირიტუსის პროვინცია
სიენფუეგოსის პროვინცია
ვილია-კლარას პროვინცია
უმაღლესი წერტილი პოტრერილიო
სიმაღლე 931 
სიგრძე 80 კმ
სიგანე 80 კმ
სიერა-დელ-ესკამბრაი — კუბა
სიერა-დელ-ესკამბრაი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

სიერა-დელ-ესკამბრაი (ესპ. Sierra del Escambray) — ქედი ცენტრალურ კუბაში. ვრცელდება სანქტი-სპირიტუსის, სიენფუეგოსისა და ვილია-კლარას პროვინციებში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 80 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 80 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 931 მ (მთა პოტრერილიო). მდინარე აგაბამის ხეობით ქედი ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთ ნაწილს ეწოდება გუამუაია, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს სიერა-დე-სანქტი-სპირიტუსი. ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია ტოპეს-დე-კოლანტესის ნაკრძალი, რომელიც შეიქმნა მღვიმეების, მდინარეების, ჩანჩქერებისა და კანიონების დასაცავად. აქვე მდებარეობს ინდიელების ხეობა, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სამხრეთისაკენ ეშვება კარიბის ზღვისკენ. მდიდარია მინერალური რესურსებით. ხშირია ფიჭვის ტყეები. ხეობების გასწვრივ მოჰყავთ ყავა. კალთების ძირში მდებარეობს ქალაქი ტრინიდადი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]