შინაარსზე გადასვლა

სიერას-დე-კორდობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიერას-დე-კორდობა
კოორდინატები: 31°30′ ს. გ. 65°00′ დ. გ. / 31.500° ს. გ. 65.000° დ. გ. / -31.500; -65.000
ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
ტერიტორიული ერთეული კორდობის პროვინცია, სან-ლუისის პროვინცია
უმაღლესი წერტილი ჩამპაკი (2770–2790 მ)
სიგრძე ≈500 კმ
სიერას-დე-კორდობა — არგენტინა
სიერას-დე-კორდობა

სიერას-დე-კორდობა (ესპ. Sierras de Córdoba) – მთები არგენტინაში, პამპის სიერების შემადგენლობაში. სიგრძე დაახლ. 500 კმ. შედგება 3 მერიდიანული მთაგრეხილისგან, რომელთა სიმაღლე 1000–2200 მ-ია. უმაღლესი წერტილია მთა ჩამპაკი (2770–2790 მ[1][2]). ერთმანეთისგან გამოყოფილია გრძივი ღრმულებით. ძირითადად აგებულია კრისტალური და მეტამორფული ქანებით. მოიპოვება ბერილიუმი და ვოლფრამი. 1500–1700 მეტრ სიმაღლემდე დაფარულია ბუჩქნარითა და კაქტუსით, უფრო მაღლა – ბუჩქნარიანი სტეპით. მდინარეების სათავეებში აგებულია ჰიდროელექტროსადგურები. განვითარებულია ტურიზმი, არის სამთო-კლიმატური კურორტები.[3]

  1. ↑ Sierras de Cordoba. Peakbagger.com. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2024
  2. ↑ Córdoba Argentina Mountains. PeakVisor. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2024
  3. ↑ Сьеррас-де-Кордова // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 25 — М., 1976. — стр. 148.