სიდჰართ შუკლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიდჰართ შუკლა
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1980
მუმბაი, მაჰარაშტრა, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 2 სექტემბერი, 2021 (40 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
ეროვნება ინდოელი
პროფესია მსახიობი, მოდელი
აქტიური 2008–2021
სიმაღლე 188 სმ
წონა 81 კგ
პარტნიორ(ებ)ი დრაშტი დჰამი (2015), რაშამი დესაი
მშობლები მამა: აშოკ შუკლა
დედა: რიტა შუკლა

სიდჰართ შუკლა (დ. 12 დეკემბერი, 1980) — ინდოელი მსახიობი და მოდელი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2008 წელს Sony Tv-ის სატელევიზიო შოუში „Babul Ka Aangann Chootey Na“, რომლითაც მოიპოვა პოპულარობა. შუკლამ ასევე მონაწილეობა მიიღო „Star One“-ის სერიალ „Jaane Pehchaane Se Ye Ajnabbi“-ს და „Star Plus“-ის ხანმოკლე სერიალ „Love U Zindagi“-ში.

2013 წელს, მონაწილეობა მიიღო ცეკვის რეალით შოუს „Jhalak Dikhhla Jaa“-ის მეექვსე სეზონში.[1] შუკლა ყველაზე ცნობილია თავისი როლით შივრაჯ ალოკ შეკარით, „Colors tv“-ის სატელევიზიო დრამატულ სერიალ „Balika Vadhu“-ში. 2014 წელს შედგა მისი დებიუტი დიდ ეკრანზე, რომანტიკულ კომედიაში „Humpty Sharma Ki Dulhania“-ში, შაშანკ კჰათიას როლით.[2] 2016 წელს ის იყო რეალითი სათამაშო შოუს „Mtv Ke Khiladi“ მე-7 სეზონის კონკურსანტი, რომელშიც გაიმარჯვა 2016 წლის 3 აპრილს.

შუკლა დაიბადა მუმბაიში, ინდოეთში. მისი მამა იყო ბანკში მომუშავე ინჟინერი აშოქ შუკლა და დედა კირიტა შუკლა. მას ჰყავს ორი უფროსი და. შუკლა სწავლობდა სანტ ხავიერის უმაღლეს სასწავლებელში, ფორტში (მუმბაი) და შემდეგ სწავლა განაგრძო ინტერიერის დიზაინის რაშანა სანსადურის სკოლაში, მუმბაიში.

გარდაიცვალა 2021 წლის 2 სექტემბერს, 40 წლის ასაკში, გულის შეტევის შედეგად.[3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sidharth Shukla ousted from 'Jhalak Dikhla Jaa'. dna (17 August 2013). ციტირების თარიღი: 1 February 2016.
  2. IANS. Karan Johar signs three film deal with Sidharth Shukla. ndtv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 6 April 2014.
  3. „Actor Sidharth Shukla dies of heart attack at the age of 40 in Cooper Hospital Mumbai: Cooper Hospital“. Hindustan Times. 2 September 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  4. „Sidharth Shukla, Bigg Boss 13 winner and Balika Vadhu actor, dies of heart attack“. Firstpost. 2 September 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)