სიდნი უები
| სიდნი უები | |
|---|---|
| ინგლ. Sidney Webb | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 13 ივლისი, 1859[1] [2] [3] [4] [5] [6] |
| დაბ. ადგილი | ლონდონი[1] |
| გარდ. თარიღი | 13 ოქტომბერი, 1947[1] [7] [2] [3] [4] [5] [6] (88 წლის) |
| გარდ. ადგილი | Hampshire |
| დასაფლავებულია | უესტმინსტერის სააბატო |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | პოლიტიკოსი[9] , პროფესორი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, მწერალი[10] და არისტოკრატი |
| მუშაობის ადგილი | ლონდონის ეკონომიკის სკოლა |
| ალმა-მატერი | ბირკბეკი, ლონდონის სამეფო კოლეჯი და The Dickson Poon School of Law |
| მეუღლე | ბიატრის უები[11] |
| მამა | Charles Webb[3] [11] |
| დედა | Elizabeth Mary Stacey[3] [11] |
| ჯილდოები | ღირსების ორდენი |
სიდნი ჯეიმზ უები,[12] ბარონი პასფილდი (ინგლ. Sidney James Webb, 1st Baron Passfield; დ. 13 ივლისი, 1859, ლონდონი — გ. 13 ოქტომბერი, 1947, ლიპჰუკი) — ინგლისელი ეკონომისტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ინგლისელი ეკონომისტისა და ისტორიკოსის ბიატრის უების მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიდნი უები დაიბადა სახელმწიფო მოხელის ოჯახში. იურისპრუდენციას სწავლობდა ბირკბეკის (ლონდონის უნივერსიტეტი) და კინგსის კოლეჯში. 1875 წლიდან მუშაობდა ომის, ფინანსებისა და კოლონიური სამინისტროების დეპარტამენტებში.
1884 წელს ის იყო ფაბიანელთა საზოგადოების ერთ-ერთი პირველი წევრი (ის და ბერნარდ შოუ საზოგადოების დაარსებიდან სამი თვის შემდეგ მიიღეს) და მალევე გახდა მისი ერთ-ერთი ლიდერი. 1891 წელს მან სამსახური დატოვა ეკონომიკის შესასწავლად და მთლიანად საზოგადოებრივ ცხოვრებას მიუძღვნა თავი. 1892-1910 წლებში იყო ლონდონის საგრაფო საბჭოს წევრი.
1892 წელს დაქორწინდა ბიატრის პოტერზე, რომელიც გახდა მისი თანამშრომელი და თანაავტორი.
1896 წელს მან მონაწილეობა მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის დაარსებაში, სადაც კითხულობდა ლექციებს სამართალზე. 1897 წელს ის იყო ლონდონის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სადაც ასწავლიდა ადმინისტრაციულ სამართალს, ადგილობრივ მმართველობას და შრომით მოძრაობას. 1903 წლიდან ის არაერთხელ მონაწილეობდა სამეფო და სამთავრობო ეკონომიკურ გამოძიებებში.
1910 წლიდან ის ლეიბორისტული პარტიის აქტიური წევრი გახდა. უებმა დაწერა პარტიული პროგრამის IV ნაწილის ორიგინალური ტექსტი, რომელიც სოციალისტური სულისკვეთებით იყო გაჯერებული (წარმოების საშუალებების საჯარო საკუთრება მის მიზნად გამოცხადდა). 1913 წელს მან და მისმა მეუღლემ დააარსეს ცენტრისტ-მემარცხენე ჟურნალი „New Statesman“. 1922-1929 წლებში იყო თემთა პალატის წევრი.
1924 წელს ის ჯეიმზ რამსი მაკდონალდის პირველ კაბინეტში ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მეორეში 1929-1931 წლებში - დომინიონებისა და კოლონიების მინისტრის თანამდებობას. 1929 წელს მას ბარონ პასფილდის წოდება მიენიჭა. კოლონიური ტერიტორიების მინისტრად (მდივნად) მან გამოაქვეყნა პასფილდის თეთრი წიგნი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ბალფურის დეკლარაციისა და ჩერჩილის თეთრი წიგნის პრინციპებს. 1930 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მან თანამდებობა დატოვა დომინიონების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან, თუმცა შეინარჩუნა კოლონიური მდივნის თანამდებობა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118806394 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 6.0 6.1 Munzinger Personen
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2008.
- ↑ Hansard 1803–2005
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Kindred Britain
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - თბ. : ფანტაზია, 2006