სიდნეის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სიდნეის მეტროპოლიტენის ცნება შეიძლება პირობითად ჩაითვალოს, რადგან ავსტრალიის ამ უდიდეს ქალაქს, სადაც კარგად არის განვითარებული რკინიგზა, აქვს რამდენიმე მიწისქვეშა მეტროსმაგვარი მონაკვეთი, რომელიც არამხოლოდ ხალხის, არამედ ტვრთების გადაზიდვასაც ემსახურება, თუმცა, განსხვავებული ხაზებით.

სამგზავრო შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგარეუბნო მატარებელი

სამგზავრო მომსახურებას კორპორაცია "რეილკორპი" (ინგ RailCorp) ახორციელებს. მატარებლები დღეში 20 საათს მუშაობენ კვირაში 900,000 მგზავრით. ხაზების საერთო სიგრძე 2080 კმ-ია 306 სადგურით (მათ შორის საქალაქთაშორისო ხაზები). საგარეუბნო მარშრუტები სიდნეიში ოთხივე მიმართულებით არის განვითარებული. ყველა ხაზი ელექტროფიცირებულია 1926 წლიდან. ქალაქის ცენტრში ხაზები მიწისქვეშ გადის და წრიულ ფორმას ჰქმნის, რაც თავის მხრივ, სამგზავრო რკინიგზას უფრო მეტროს სახეს აძლევს. უნდა აღინიშნოს, რომ მატარებლები პიკის საათში 15 წუთიანი ინტერვალებით მოძრაობენ (რაც მეტროს სტანდარტებს უფრო აშორებს), ხოლო ჩვეულებრივ დროს და უქმეებზე 30 წუთიანი ინტერვალებით. 2008 წელს ხელისუფლების მიერ გაკათებული ოფიციალური განცხადებით, ქალაქის ჩრდილოეთის უბნების დასაკავშირებლად მეტროს მშენებლობა იწყება 34 კმ სიგრძის ხაზზე 17 სადგურით. ხაზი ჩაფიქრებულია როგორც სტანდარტული მეტროსისტემა.

ხაზთა სქემა

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი რკინიგზა, რომელიც სიდნეისა და პარამატას აკავშირებდა 1855 წელს გაიხსნა. ეს რკინიგზაც იგივე სტანდარტებით შეიქმნა მთავრობის მიერ, როგორითაც ახალი სამხრეთი უელსის სარკინიგზო სისტემა იყო კონსტრუირებული. 1880 წლისთვის ჰოუმბუშისკენ უკვე ყოველ ნახევარ საათში გადიოდა მატარებელი. 1893 წელს რკინიგზა სიდნეის პორტსაც დაუკავშირდა. 1926 წელს ხაზების ელექტროფიცირება დაიწყო. 1956 წელს პირველი მიწისქვეშა ხაზი გაიყვანეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]