სიდიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიდიდე — ერთ-ერთი ძირითადი მათემატიკური ცნება, რომლის მნიშვნელობა მათემატიკის განვითარებასთან ერთად განიცდიდა განზოგადებას.

ჯერ კიდევ ევკლიდეს „საწყისებში“ იყო ნათლად ჩამოყალიბებული თვისებები იმ სიდიდეებისა, რომლებსაც ამჟამად სხვა განზოგადებისაგან განსხვავებით, დადებით სკალარულ სიდიდეებს უწოდებენ. სიდიდის ეს პირველსაწყისი ცნება არის უშუალო განზოგადება უფრო კონკრეტული ცნებებისა: სიგრძის, ფართობის, მოცულობისა და ა.შ.

უფრო ზოგადი გაგებით, სიდიდეს უწოდებენ აგრეთვე ვექტორს, ტენზორს და სხვა არასკალარულ სიდიდეებს. ასეთი სიდიდეები შეიძლება შევკრიბოთ, მაგრამ მათთვის აზრს კარგავს უტოლობის მიმართება (a<b).